პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პრაღის დიალოგს უკვე აქვს კონკრეტული ეფექტი ეკონომიკური კუთხით. ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთის ბაზარზე 10 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც ქართველ გლეხებსა და ბიზნესზე დადებითად აისახა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ფორმატის შეხვედრების გარდა ასევე არსებობს სამხედრო რეგიონული ვალდებულებები, რასაც რუსეთი არ ასრულებს.
"ის შედეგები, რაც უკვე მივიღეთ აბაშიძე-კარასინის ფორმატიდან, ამ სავაჭრო პარტნიორობასთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ის არანაირად არ ჯდება იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია რეგიონალური უსაფრთხოების და სამხედრო-პოლიტიკური თემატიკა. ეს არის თემა, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთს აქვს ვალდებულებები შესასრულებელი. რუსეთი არის ოკუპანტი, სამხედრო-აგრესორი საქართველოსი, ისევე როგორც უკრაინის", - განაცხადა დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები






