"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ აფხაზეთთან მიმართებით მიმდინარე ამბები, ქართული მხარის არასწორი პოლიტიკის მიზეზია:
„აფხაზეთი ისეთივე ტკივილია ჩვენთვის, როგორც სამაჩაბლო. რაც ახლა აფხაზეთში ხდება, ის, რომ ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოების განხილვა ხდება, არის იმ არასწორი პოლიტიკის მიზეზი, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. ორი წლის განმავლობაში, ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აფხაზებს და ოსებს დალაპარაკებოდა. არავითარი ნაბიჯი არ გადადგა იმ მიმართულებით, რომ ისინი ჩვენთან დაეახლოვებინა. პირიქით, ყველა განცხადებები, რომელიც კეთდება, მათ შორის ნატო-ს აუცილებელ წევრობაზე, ნატო-ს ბაზის გახსნაზე, ყველა ეს განცხადება ჩვენ აფხაზეთისა და ე.წ. ოსეთის პრობლემის მოგვარებისგან გვაშორებს და უფრო მეტ მიზეზს აძლევს მათ, რუსეთთან მეტი კავშირი დაამყარონ. უნდა ჩავიდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალსა და სოხუმში, თუ გვინდა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






