ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი "Mount Whitney" იმყოფება
პოლიტიკა - 13:53, 14 Oct, 2014     2053
ბათუმის პორტში 5 დღიანი ვიზიტით ამერიკული სამხედრო ხომალდი „მაუნთ უიტნი“ (Mount Whitney) იმყოფება. მისი ეკიპაჟის წევრებთან ერთად დაგეგმილია ანტიტერორისტული და ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნები, რომლებშიც მონაწილეობას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის და ქალაქ ბათუმის სამაშველო და სახანძრო სამსახურების თანამშრომლები მიიღებენ.
სამხედრო გემის ეკიპაჟის წევრებს შორისაა აშშ-ის სამხედრო-საზვაო ძალების ლეიტენანტი, თბილისში დაბადებული გივი ტიბანელი. 29 წლის ოფიცერმა ჟურნალისტებს უამბო, რომ საქართველოდან 10 წლის ასაკში გაემგზავრა და მას შემდეგ სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა. გივი ტიბანელი 4 წელია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობს.
„ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე საქართველოში ამერიკული ხომალდით ჩამოვიდოდი“, - განაცხადა გივი ტიბანელმა.
"მაუნთ უითნი აქ ჩვენი კავშირების გაძლიერებისა და მტკიცე პარტნიორობის მხარდასაჭერად იმყოფება. მოუთმენლად ველით ვიზიტის გაგრძელებას" - განაცხადა საზღვაო ხომალდის კაპიტანმა მარკ კოლომბომ.
აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „მაუნთ უიტნის“ ვიზიტი ადასტურებს ვაშინგტონის ძალისხმევას გააღრმაოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42