დავით ნარმანია სტრასბურგში კოლეგებთან შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა - 10:43, 14 Oct, 2014     1578

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია და დელეგაციის წევრები - გიორგი ტყემალაძე და დავით ჯიქია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს და მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯოს ვიენენს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და მის გაგრძელებაზე. მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში გაიმართა, რაც კონგრესის მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშიც ხაზგასმით არის აღნიშნული.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივნის ანდრეას კიფერის თქმით, კონგრესის 27-ე სესიაზე, ყველაზე მნიშვენლოვან განსახილველ საკითხებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნებია. „ჩვენ მოვისმენთ მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს, რომლებიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდნენ. ასევე, გაიმართება დებატები. ამ დისკუსიების შედეგი იქნება რეკომენდაციები, რათა საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა კიდევ უფრო გააუმჯობესოს ამჟამად არსებული სტანდარტი“ - განაცხადა ანდრეას კიფერმა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, პროგრესი არჩევნების ორგანიზებაში მართლაც სახეზეა. თუმცა, რამდენიმე რეკომენდაცია გაგვაჩნია - პოლიტიკურ პარტიებს შორის ატმოსფერო ძალზე გამწვავებულია, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, გააღრმავონ თანამშრომლობა. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში პოლიტიკური ბალანსის დაცვაა“ - განაცხადა მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯოს ვიენენმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42