პოლიციამ ფოთში სოციალურად დაუცველთა აქცია დაშალა
პოლიტიკა - 09:48, 14 Oct, 2014     1418

ხმაური იყო ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეებს ქალაქში შესასვლელი გზა თითქმის 2 საათის განმავლობაში ბლოკირებული ჰქონდათ - ისინი ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვდნენ.

მოქალაქეთა ეს ჯგუფი ფოთში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფ ერთ-ერთ შენობაშია შესახლებული. მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეჩერებული აქვთ და უკვე კვირაზე მეტია დენის მიწოდების აღდგენას საპროტესტო აქციებზე ითხოვენ.

„ენერგოპროჯორჯიაში“ კი აცხადებენ, რომ ქონება კერძო საკუთრებაა და მისი კანონიერი მფლობელის ნებართვის გარეშე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის უფლება არ აქვთ.

ვითარების დეტალები აქციის მონაწილეებს ქალაქის მერმა განუმარტა და დახმარებასაც დაპირდა, თუმცა მისი წინადადება აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

საბოლოოდ აქცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ დაიშალა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ინციდენტის დროს აქციის მონაწილე ფეხმძიმე ქალი შეუძლოდ გახდა.

აქციის მონაწილეთა პრობლემებზე განმარტება გააკეთა ფოთის მერმა. ირაკლი კაკულია აცხადებს, რომ აღნიშნულ შენობაში მხოლოდ ხუთი ოჯახია დევნილების, რომლებსაც ელექტროენერგია მიეწოდებათ, დანარჩენები კი უკანონოდ არიან შეჭრილები შენობაში და მათი მიზანია, ფართების დაკანონების მიმართულებით პირველი ნაბიჯი სწორედ ინდივიდუალური გამრიცხველიანებით გადაიდგას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42