რუსეთი 2,5 მილიარდს ხარჯავს იმისთვის, რომ ყვარლის მთების ცქერით დასტკბეს? - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 23:37, 13 Oct, 2014     3092
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დაღესტნისა და კახეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ წერს.

,,ამა წლის 29 სექტემბერს 3 სამი შეკითხვა დავსვით.

ვინ და როდის შეათანხმა ოკუპანტ სახელმწიფოსთან "Аваро-Кахетинская" გზის მშენებლობა და რატომ უმალავენ ამ შეთანხმებას საზოგადოებას?

რატომ ლაპარაკობენ კარასინი და მისი ქართველი "პარტნიორები" მლეთა-კობის გვირაბზე, რომლის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და ხმას არ იღებენ "Аваро-Кахетинская" ტრასაზე, რომელიც უკვე შენდება?

როგორ არის, რომ დაღესტანელ "ბოევიკებს" ესმით ამ გზის გაყვანის საფრთხე და ე. წ. საქართველოს ხელისუფლებას არა?

არსაიდან ხმა, არსით ძახილი...

და უცბად კარასინ-აბაშიძის მორიგი სერობის წინ "ხელისუფლების" ყველა მოლაპარაკე თავმა ამ თემაზე კომენტარების გაკეთება დაიწყო. ერთმა ბრძანა, პრესიდან გავიგე და პრაღაში რუსებს ვკითხავთო. ანუ დაზვერვის და კონტრ-დაზვერვის მაგივრობას ამ "ხელისუფლებას" პრესა უწევს. მეორემ - ტანკი თუ ვერ გაივლის, არა უშავსო. ანუ ოკუპანტის ცოცხალი ძალა, ჯავშანტრანსპორტიორები, სატვირთო მანქანები ან მანქანებს ჩაბმული არტილერია პრობლემა არ არისო. დეზინტეგრაციის მინისტრმა, ჩვენ არ ვაშენებთ გზას ჩვენ მხარეს და რუსებს, რაც გინდა ის უქნიათო. ამ "მოღვაწეს" კრემლი უყვარს, მაგრამ მის ბინადრებს იდიოტებად თვლის: რუსეთი 2,5 მილიარდს ხარჯავს, 25-მდე გვირაბს და ხიდს აშენებს, იმისათვის რომ კავკასიონს მიაბჯინოს ცხვირი? თუ ქედზე გადმომდგარი ყვარლის მთების ცქერით დასტკბეს? თუ უკვე შეათანხმეს თავის "პარტნიორებთან" გზის მშენებლობა და ეხლა საზოგადოებრივი აზრის მომზადებაა საჭირო?

რისთვის სჭირდება რუსეთს საქართველოში შემავალი მესამე კორიდორი, ადვილი შესაგნებია სამოქალაქოში ჩაცმული "პოლიტოლოგების" გამოსვლებიდან“, - წერს დიპლომატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42