ერთხელ ოქრუაშვილის დანაღმულ მინდორზე ვითამაშეთ ფეხბურთი - გოგა ხაჩიძე
სოც.მედია - 18:58, 13 Oct, 2014     1797
,,გულწრფელად გეტყვით, სულაც არაა ცუდი, მთავრობის წევრები და პირადად თქვენ, ფეხბურთს რომ თამაშობთ.

პირიქით, მართლა ძალიან კარგია და მივესალმები!

აბა რა, ფეხბურთიც უნდა ითამაშაოთ და საერთოდ, ჩემის აზრით, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რასაც კანონი არ გიკრძალავთ.

ჩვენ, მთავრობის წევრებს, ფეხბურთიც გვითამაშია, კლდეებზეც გვიცოცია და დაივინგის პოპულარიზაციაც გაგვიკეთებია...

ერთხელ მაგალითად, ორფოლოს პოლიგონზე, ჯარისკაცებთან ერთად, ოქრუაშვილის დანაღმულ მინდორზე ვითამაშეთ ფეხბურთი.

ჩემი თუ არ გჯერათ, კალაძეს ჰკითხეთ (იმ დროს, ჯერ კიდევ „ჩვენს გუნდში" თამაშობდა )

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, დღეს რაღაცეებზე ძალიან „ვიხალისე", კარგია რომ ფეხბურთს თამაშობთ.

ცუდი იცით რა არის?!

უსტატუსო მილიარდერი რომ გმართავთ;

ქვეყანა რომ გაჩერებულია და ჩვენ დროს დაწყებული მშენებლობები(ღა) მთავრდება;

2 წელიწადში 3 მილიარდი ვალის დაგროვება რომ მოგვიწევს;

ბიუჯეტი რომ გარღვეული გვაქვს;

რუსეთისკენ რომ მივფოთხავთ მშვიდად, აუჩქარებლად და თითქოს-შეუმჩნევლად;

კრიმინალის დონე რომ იზრდება;

რაც კარგი იყო, ის რომ ქრება;

რაც ცუდი იყო, ის რომ იმატებს;

გაურკვეველი საგარეო პოლიტიკა რომ გვაქვს;

ინსტიტუციები რომ იშლება;

არაკომპეტენტურობის ზეიმებს რომ გვიწყობთ;

ხშირად, ქვეყნისთვის მავნებლურ გადაწყვეტილებებს რომ იღებთ;

რომ იცრუეთ და კიდევ ცრუობთ...

ეს და კიდევ უამრავი რამ ძალიან ცუდია ბ-ნო პრემიერო, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ფეხბურთს, ძალიან კარგი ღონისძიება იყო და მივესალმები!

p.s. რაც ჩამოვთვალე, ისეთივე სიმართლეა, როგორც ის რომ დღეს ფეხბურთი ითამაშეთ“, - წერს ხაჩიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42