"კახეთ-დაღესტნის პროექტი ახალი როკის გვირაბი იქნება"
პოლიტიკა - 18:19, 13 Oct, 2014     1366

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები იმ საფრთხეზე მიუთითებენ, რაც კახეთ-დაღესტნის ახალი გზის მშენებლობას შეიძლება მოჰყვეს. ისინი „კურიერთან“ საუბრისას პარალელებს 2008 წლის მოვლენებთან ავლებენ და აღნიშნავენ რომ თუკი გზა აშენდება, ქვეყნის მთლიანობას საფრთხე დაემუქრება.

„ეს იქნება ახალი როკის გვირაბი,“- ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ დამფუძნებელი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა და ამ პროექტს „კახეთის ცხინვალიზაციის პროცესის უებარ რეცეპტად“ მოიხსენიებს. ნიკა რურუა ასევე არ გამორიცხავს, რომ ამ გზის მშენებლობაზე ყოფილიყო საუბარი ჩვენი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. „ეს იქნება ტრაგიკული შეცდომა და ჩვენი ქვეყნის რეალური დაქუცმაცების წინაპირობა. ეს არის, ბუნებრივია, სამხედრო გზა,“- აცახდებს ნიკა რურუა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია კი ამბობს, რომ „როდესაც ვმსჯელობთ რუსეთთან დამაკავშირებელ დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გზა იქნება ეს, თუ გვირაბი, ბუნებრივია გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე საქართველოსთვის. რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი და 2008 წელს სწორედ ასეთი ინფრასტუქტურა იყო გამოყენებული მისი მხრიდან.“

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავჯდომარე დავით სიხარულიძე კი მოუწოდებს მთავრობას საკუთარი რესურსი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებისაკენ მიმართოს.

იგეგმება თუ არა რუსეთთან დასაკავშირებლი კიდევ ერთი გზის მშენებლობა - ამ საკითხზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42