დავით უსუფაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა
პოლიტიკა - 18:18, 13 Oct, 2014     1334

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 131-ე ასამბლეის მუშაობაში.

„დღევანდელი ღონისძიება უნიკალური მოვლენაა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისთვის. პრაქტიკულად, გაეროს წევრი ყველა სახელმწიფოს პარლამენტები საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის წევრები არიან და აქ მათთან ურთიერთობის გამყარების და საუბრის საშუალებაა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებაც ისაუბრა.

„მქონდა საინტერესო შეხვედრები აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან. გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის მიწვევით გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრეთ. გერმანული მხარის დაინტერესება და სწორი ინფორმირება ამ თემებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარემ დაადასტურა მისი მზადყოფნა, რომ მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს ეწვიოს. გერმანია სულ უფრო და უფრო მეტ როლს და პასუხისმგებლობას იღებს ამ პროცესებში და მისი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა ბერნში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბერნში დაგეგმილი შეხვედრები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. „იმის გათვალისწინებით, რომ შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, არ არის ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, მაგრამ ინდივიდუალურად არის ძალიან აქტიური მოთამაშე და შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ შვეიცარიამ იკისრა საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლი. სასიამოვნოა, რომ შვეიცარიის მთავრობა, მისი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოსთან დაკავშირებულ საქმეებში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42