17 ნოემბერს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მორიგ სხდომაზე აღინიშნა.
კომისიის წევრებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე იმსჯელეს. ამ მიმართულებით უწყებებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის დასახვეწად პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული დავალებები გასცა.
საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისშესრულებას. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 30 ნოემბრამდე მოხდება პირველი ფაზის დახურვა და საქართველო გადავა მეორე ფაზაზე.
მასალის გამოყენების პირობები






