„თავისუფალი დემოკრატები“ გაძლიერებისთვის ემზადებიან. პარტია ყრილობას გეგმავს და გაერთიანების თავმჯოდომარედ ირაკლი ალასანიას აბრუნებს.
ყრილობის დეტალების შესათანხმებლად ცოტა ხნის წინ პარლამენტში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა. ის შეხვდა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს, ცნობილია, რომ ყრილობა 8 ნოემბერს ფილარმონიაშია დაგეგმილი.
როგორც მთავრობაში და პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელები ამბობენ, ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის „თავისუფალი დემოკრატების გაძლიერება.
შეხვედრაზე ასევე განილიხლება, ირკკლი ქადაგშვილის ნაცვლად, ირაკლი ალასანიას ხელმოერედ არჩევა. რაც შეეხება სხვა დეტალებს,პარტიის წევრები აპირებენ მიიღონ საკადრო გადაწყვეტილებები.
მათი განცხადებით, პარტიული გაძლიერება არ უკავშირდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატების“ დამოუკიდებლად მონაწილეობას.
შეხვედრის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ ფილარმონიაში დაგეგმილ ყრილობაზე მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები.
მასალის გამოყენების პირობები






