„საჯარო რეესტრის შშმ პირთა დასაქმების პროექტს“ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სემინარზე გაეცნობიან
პოლიტიკა - 14:30, 13 Oct, 2014     2537

12-18 ოქტომბერს, უკრაინაში, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით გაიმართება სემინარი „სამოქალაქო საზოგადოება, როგორც შშმ პირთა უფლებების დამცველი სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში“. ღონისძიებას, ბრიტანეთის საბჭოს მიწვევით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, კობა ნადირაძე დაესწრება. „საჯარო რეესტრის შშმ პირთა დასაქმების პროექტს“ სემინარის მონაწილეებს სწორედ იგი გააცნობს.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შშმ პირებისთვის თანაბრად მისაწვდომი გარემოს შექმნისა და მათი ჩართულობის კუთხით კარგი გამოცდილება აქვს, რაც გულისხმობს როგორც შშმ პირთა დასაქმებას, ასევე სააგენტოს სერვისებით თანაბარი და დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობებით უზრუნველყოფას.

2008 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო უწყებებს შორის პირველმა შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანები დაასაქმა. მას შემდეგ, რაც უწყებაში ტექნოლოგიური რეფორმა განხორციელდა და ელექტრონული საქმისწარმოება დაინერგა, რეგისტრაციის პროცესმა ინტერნეტში გადაინაცვლა. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა გარკვეული სამუშაოს დისტანციურად შესრულება და იმ ადამიანების დასაქმება, რომლებსაც სათანადო განათლება ჰქონდათ, მაგრამ გადაადგილება უჭირდათ. ინიციატივამ წარმატებული პრეცედენტი შექმნა.

დღეს საჯარო რეესტრის სააგენტოში 15 შშმ პირი მუშაობს და მოქალაქეებს კვალიფიციურ მომსახურებას უწევს. სააგენტო მუდმივად ცდილობს შშმ თანამშრომლებს თანაბარი სამუშაო პირობები შეუქმნას: ყველა მათგანს სპეციალური სასწავლო კურსი აქვს გავლილი, აღჭურვილია კომპიუტერული და საოფისე ტექნიკით, სამუშაო პირობები საცხოვრებელ ადგილზევე აქვს შექმნილი და სამსახურეობრივი ფუნქციების სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად შესრულება შეუძლია. ამავდროულად, იუსტიციის სახლებისა და საჯარო რეესტრის ოფისების ადაპტირებული გარემო - ავტოსადგომები, პანდუსები და ა.შ. მათ საშუალებას აძლევს, დაკისრებული უფლება-მოვალეობები მათი სურვილის შემთხვევაში, სამსახურში შეასრულონ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სსიპებში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის ფუნქციონირებს დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე 30–მდე შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პირი მუშაობს. იუსტიციის სახლებისა და სამინისტროს ადმინისტრაციული შენობები მაქსიმალურადაა მორგებული მათ საჭირობებს; შენობებში გადაადგილება, მუშაობა თუ სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობა შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ.

ბრიტანეთის საბჭო ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, იორდანიასა და ლიბანში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს „სამოქალაქო საზოგადოება, როგორც შშმ პირთა უფლებების დამცველი სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში“ ახორციელებს. პროექტის მიზანი სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობის პროცესში შშმ პირებთან მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების თუ ორგანიზაციების როლისა და შესაძლებლობების გაძლიერებაა. პროექტი მიზნად ისახავს შშმ პირთა წარმომადგენლობის გაზრდას პოლიტიკაში, მათი უფლებების გაცნობიერებას, ხელშეწყობასა და დაცვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42