შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
პოლიტიკა - 14:16, 13 Oct, 2014     1280

შსს-ს ახალი სამაგისტრო პროგრამის პირველი სასწავლო წელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა ოფიციალურად გახსნეს. მათთან ერთად აკადემიის „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებს სასწავლო წლის დაწყება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა და თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ხაბარელმა მიულოცეს. შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ, რომელიც შსს-ს აკადემიის კურატორია, პროგრამაზე ჩარიცხულ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. ხოლო მაგისტრანტებმა მათთვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აკადემიის „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია, რადგან ის სამართალდარღვევათა პრევენციაზეა ორიენტირებული. შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ, შსს-ს აკადემიის სამაგისტრო კურსზე სამართლის ბაკალავრის დიპლომის მქონე 39 მსურველი ჩაირიცხა. აკადემიის სამაგისტრო პროგრამა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ სამართლის ბაკალავრებს უფასოდ შეუძლიათ გაიარონ ორწლიანი პროგრამა და ამასთანავე უწყებაში დასაქმების რეალური პერსპექტივა აქვთ. ორწლიანი კურსის განმავლობაში მიმდინარეობს როგორც თეორიული სწავლება, ასევე ტაქტიკური, ფიზიკური მომზადება და საწარმოო პრაქტიკა. საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მაგისტრანტები უზრუნველყოფილნი არიან საერთო საცხოვრებლით. სტუდენტების სარგებლობაშია შსს-ს აკადემიის ბიბლიოთეკა, სადაც მათთვის საჭირო ყველა სახის უახლესი სასწავლო ლიტერატურა მოიპოვება და აკადემიის მთლიანი ინფრასტრუქტურა.

„საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების საშუალო მენეჯერული პოზიციებისთვის სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები, რომლებიც იქნებიან კანონის უზენაესობის, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების მატარებელნი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42