
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი, თემურ ხაჩიშვილი, პოლიტიკური აქტივობის დაწყებას ზვიად გამსახურდიას მომხრეებით ერთად აპირებს.
"მე უახლოეს მომავალში ვაპირებ პოლიტიკური აქტივობის დაწყებას, იმის მიუხედავად , რომ ჩემი ყველა ბინა ბანკშია ჩადებული და არანაირი საარსებო სახსრები არ გამაჩნია.
ვაპირებ გავაერთიანო ყველა ის ადამიანი, ვინც ხელისუფლებამ მსგავს მდგომარეობაში ჩაგვაყენა, ბრძოლების მთავარი მიზნები, ნაცების განეიტრალებასთან ერთად იქნება სოციალური მდგომარეობის შეცვლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში სოციალური პრობლემაც და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც თვეებში გადაწყდება, ლტოლვილები უკლებლივ დაუბრუნდებიან საცხოვრებელ კერებს, საამისო დოქტრინა მზად მაქვს. დარწმუნებული ვარ , როგორც კი მობილიზაციას გამოვაცხადებ, აუცილებლად მოვა ხალხი ამ ბრძოლაში. ჩემი საუკეთესო მოკავშირეები სწორედ ის ზვიადისტები გახდებიან, რომლებსაც პირველი პრეზიდენტის იდეალებისთვის და მსოფლმხედველობრივი გზისთვის არ უღალატიათ..ჩვენ არ დავუშვებთ სააკაშვილის და მისი ბანდის უკან მობრუნებას."- აცხადებს ხაჩიშვილი.
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






