სასჯელაღსრულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმა დაიწყო
პოლიტიკა - 13:51, 13 Oct, 2014     1349

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა წარუდგინა.

პენიტენციურ სისტემაში ფუნდამენტური რეფორმა იწყება. სასჯელაღსრულების სისტემა თანამედროვე, ეფექტიანი მართვის მოდელზე გადადის, რაც გულისხმობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინტეგრირებას სამინისტროსთან და მინისტრისთვის სრულად დაქვემდებარებას.

იზრდება სისტემის თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი გარანტიები, ამავდროულად რეფორმის შედეგად არ მოხდება კადრების შემცირება;

უსაფრთხოების სტანდარტისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2016 წლის სეტემბრამდე სასჯელაღსრულების სისტემის მთელი პერსონალი სახელმწიფოს ხარჯზე გადამზადება, ხოლო კონკურსით შერჩეული ახალი კადრები მუშაობას მხოლოდ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ დაიწყებენ.

რეფორმა, ასევე, ითვალისწინებს სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის თანამედროვე მეთოდოლოგიასა და სტარდატებზე გადასვლას.იგეგმება სოციალური სამსახურის მოდერნიზაცია, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რებილიტაციის ახალი პროგრამების დანერგვა და განვითარება.

„ვიმედოვნებ, ჩვენ მიერ დაწყებული რეფორმა იქნება წარმატებული და ერთხელ და სამუდამოდ აღადგენს ნდობას სისტემისადმი. ჩვენი სურვილია, რომ რეფორმამ უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების უსაფრთხოების სტანდარტის გაუმჯობესება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

რეფორმის განსახორციელებლად მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება და 30-მდე კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. რეფორმაზე მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იქნა, როგორც თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკა, ისე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42