„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე, უშიშროების მდივნის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირინა იმერლიშვილი ამბობს, რომ რუსეთი და ნატო ერთმანეთთან თავსებადია.
„იმერლიშვილი არის ერთადერთი ადამიანი ვინც პუტინის პოლიტიკას რაციონალურს უწოდებს. აი ამ რაციონალური პოლიტიკის ნაყოფია დახვრეტილი ქართველი გმირები, სამასი ათასზე მეტი დევნილი, წართმეული მიწები, ხალხის გატაცება, ბოინგის მგზავრების სიკვდილი, ათასობით გაწყვეტილი უკრაინის მოსახლეობა, გამქრალი ერები.
საშიშია უშიშროების საბჭოს მდივანი ნატოსა და რუსეთს რომ თავსებადს უწოდებდეს. ინაშვილის მსგავსი ადამიანების ყოლა სახელმწიფო სადავეებთან საშიშია.
ეკონომიკის მინისტრი კახეთ-დაღესტნის გზას ეკონომიკურად მომგებიანს უწოდებს, ეკონომიკა ცოცხალ ხალხს და სუვერენულ სახელმწიფოს სჭირდება გენაცვალე. უნდა დავამთავროთ ამ მოღალატეების თარეში საქართველოში და ძალიან მალე“,- აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.
„ვეთანხმები აზრს, რომ პუტინი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია. დიახ, ჩემი აზრით, რუსეთი და ნატო თავსებადია. რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო და კულტურული თვალსაზრისით, უკვე დაიძრა. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






