„ჩემი აზრით, ღარიბაშვილმა თუ ეს გადაწყვეტილება, მიიღო საჯარო მოხმარებისათვის აქცენტი სუსტ მინისტრებზე გაკეთდება, თუმცა, წყალქვეშა დინება შეიძლება სხვაგან მიდიოდეს. როგორც ალასანია, ასევე მარგველაშვილი ძალიან გაერთნენ საკუთარი თამაშით, არც ერთი გამოდგა გუნდური მოთამაშე. ალასანიას აქვს ლიდერობის პრეტენზია. მარგველაშვილს, როგორც ჩანს, ეს პრეტენზია ჰქონია, რომელიც შემდეგ გამოავლინა და საშინლად მოტყუვდა ივანიშვილი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ორივე კანდიდატურაში ივანიშვილმა დაუშვა საკადრო შეცდომა. ალასანიას გაშვება ცოტა რთულია, იმიტომ, რომ მისი პოსტიდან გამომდინარე, მჭიდრო კონტაქტები გაუჩნდა მთავარ მოკავშირესთან და ამიტომ ალასანიას ჩამოშორებას ცოტა სხვა არგუმენტაცია სჭირდება. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ მომენტში თვითონ ალასანია წავიდეს ოპოზიციაში თავისი ნებით“, - განაცხადა ცინცაძემ.
წყარო: გაზეთი „რეზონანსი“
მასალის გამოყენების პირობები






