„ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და გასაკვირი არაფერია, იმიტომ, რომ მთავრობას გარკვეული გადახალისება სჭირდება. ასე რომ, ამაში ცუდი არაფერია. სანიკიძე დიდი ხანია აღარ არის მარგველაშვილის გუნდის წევრი, ფანჯიკიძე ხომ მით უმეტეს. ასე რომ, მარგველაშვილის გუნდის ცვლილებებზე საუბარი, ლოგიკურად არ მიმაჩნია. პრეზიდენტი გუნდებით არ აპელირებს და საერთოდ მის გუნდელებს მთავრობაში ვერ ვხედავ, თუნდაც მათი კომენტარებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი გაგებით მოეკიდება და თავის პოზიციას არ გამოხატავს. რაც შეეხება ალასანიას, ისიც ვალდებულია, რომ სუბორდინაცია დაიცვას, ასეთ საკითხებზე პოზიცია არ დააფიქსიროს და მუშაობა ჩვეულებრივ გააგრძელოს. ღარიბაშვილს სრული უფლება აქვს მთვარობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






