რის გამო დანიშნეს ზვიად ჯანყარაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად
პოლიტიკა - 11:55, 13 Oct, 2014     1695

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ზვიად ჯანყარაშვილის აღმარულებელი მდივნის პოსტზე დანიშვნა, პარტიის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს.

„მე არ ვიტყოდი, რომ კახი კალაძე პრემიერმა ჩააჩოჩა, არსებობდა რეალური მოტივი იმისა, რომ კახი კალაძე პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე არ იქნებოდა იდეალური. რადგან კალაძეს არანაირი პარტიული გამოცდილება არ გააჩნია, პარტიის მშენებლობას გამოცდილება და ცოდნა სჭირდება და მას თავისი პრობლემები აქვს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ჯანყარაშვილის დანიშვნა გამოწვეული იყო იმით, რომ არსებობდა პარტიის მშენებლობის დეფიციტი და ამ დეფიციტის კომპენსაციის მიზნით დანიშნა პრემიერმა ჯანყარაშვილი. სხვათა შორის, ძალიან რთული საქმეა პარტიის მშენებლობა, პარტიების ისტორიაში სულ რამდენიმე კაცი იყო, ვისაც პარტიის გაკეთების ნიჭი აღმოაჩნდა, მაგალითად, ზურაბ ჟვანია ის ძალიან ადვილად ართმევდა თავს ამ საქმეს, ამიტომ დანიშნა ჟვანია თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირის“ გენერალურ მდივნად ედუარდ შევარდნაძემ. მე მაგალითად, არ მახსენდება უახლეს ქართულ პოლიტიკაში ისეთი პიროვნება, რომელსაც ჟვანიასავით კარგად გამოსდიოდეს პარტიის მშენებლობა. პარტია მაშინ ხარ ძლიერი, როცა ხალხი მაშინ დაგიდგება გვერდით, როცა გიჭირს. სამწუხაროდ, ახალ სახელისუფლებო პარტიის მკვეთრ იდეოლოგიას ვერ ვხედავ. ეს პრობლემა თითქმის ყველა სახელისუფლებო პარტიას ჰქონდა, ისინი ამბობდნენ, მივდივართ ევროპისკენ, მაგრამ როგორ და რა გზით, თვითონაც არ იციან. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პრობლემა არის ის, რომ კვალიფიციურ კადრებს აზრს არ ეკითხებიან, არადა ეს კადრები მათ წინ არის და ეუბნებიან, გამოგვიყენეთო. როცა შემოთავაზებას არ იღებ, გიჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას არ უნდა იმ მიზნის მიღწევა, რაც მას დასახული აქვს. ამა თუ იმ მიმართულებით იდეოლოგიის გაკეთება, ყველა პარტიისთვის იყო მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობის დროს, მხოლოდ მაშინ ეძახიან პროფესიონალებს პროგრამის დასაწერად, მაგრამ სამოქმედო პროგრამა კიდევ სხვა რამეს ნიშნავს. იმ საარჩევნო პროგრამასაც წერენ და მერე აღარ ასრულებენ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42