ამ წუთებში ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქართული დიასპორის პოტენციალის სწორად და ეფექტურად გამოყენების გზებზე მსჯელობენ - თბილისში „გლობალური დიასპორის კვირეულის“ ფარგლებში დიასპორის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის ფინანსურ თუ ინტელექტუალურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს სამშობლოში მიმდინარე პროცესებში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.
„თითოეული ჩვენი თანამემამულე არის ძლიან ძვირფასი ჩვენი სახელმწიფოსთვის და მათი აქტიური მონაწილეობა ახალგაზრდა, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს აშენების პროცესში არის მეტად მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობა მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, განავითარონ მეწარმეობა თავის სამშობლოში და დაეხმაროს მათ ამ პოტენციალის სწორად გამოყენებაში. ჩვენ ვიზრუნებთ იმისათვის, რომ ყველა პირობა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი დიასპორული ინვესტიციის მოსაზიდად“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






