საკრებულოში დღეს „ჰერმესის“ ხელმძღვანელს მოუსმენენ. მუნიციპალური შპს.-ს ხელმძღვანელი მიხეილ ძაგანია ურბანულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ანგარიშში იგი ორგანიზაციის დაფინანსების კუთხით არსებულ პრობლემებზეც გაამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, ქალაქში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სასაფლაობთან მიმავალი გზის საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების თვალსაზრისით.
მიხეილ ძაგანიამ სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიში და სამომავლო გეგმები უკვე გააცნო თბილისის მთავრობის წევრებს.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი კი აცხადებს, რომ ვითარება ამ ორგანიზაციაში არასახარბიელოა, სწორედ ამიტომ, ისინი დეტალურ ინფორმაციას მოითხოვენ მუნიციპალური შპს.-ს ხელმძღვანელისგან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
„დეპუტატებს განსაკუთრებით აინტერესებთ ფინანსური მდგოამრეობა როგორი დახვდათ მათ წარსული ხელმძღვანელობისგან. გვაინტერესებს ასევე მენეჯმენტი, თუ რას გააკეთებს ახალი ხელმძღვანელობა მომავლისთვის“, - აცხადებს ბაბუნაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






