მანანა ბერიკაშვილმა და ირაკლი ალასანიამ თანამდებობები უნდა დატოვონ - მუხრან ბურჭულაძე
პოლიტიკა - 20:59, 12 Oct, 2014     5107
ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის გამოძიებამდე მანანა ბერიკაშვილმა და ირაკლი ალასანიამ თანამდებობები უნდა დატოვონ, - ამის შესახებ ,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა მუხრან ბურჭულაძემ სამეგრელოში მოსახლეობასთან მათი პრობლემების შესწავლის მიზნით გამართული შეხვედრისას განაცხადა. ,,ბერიკაშვილის კულტურის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მუშაობა შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის. ეს არის საზოგადოებრივი ინტერესის მასხრად აგდება. გაირკვეს 9 თვის ბავშვის გარდაცვალების რეალური მიზეზი. პასუხი უნდა აგოს საკუთარ განცხადებებზე ირაკლი ალასანიამაც. დაუშვებელია ქართულ ჯარს ხელმძღვანელობდეს პირი, რომელიც ბავშვის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკურად სპეკულირებს. საკითხავია ისიც, რას აკეთებდა კახეთში ალასანია არჩევნების ღამეს, მაშინ როდესაც ის სამეგრელოში იყრიდა კენჭს მაჟორიტარად. სამწუხაროდ „რაფალიანცის საქმე“ დასრულებული არ არის - დამნაშავე არ გამოვლენილა და დასჯილა უკვე ორი წელია. თუმცა გარკვეული და აშკაარა ვინ ცდილობდა ეს შემზარავი ამბავი საკუთარი პოლიტიკური ამბიციების და სპეკულაციებისთვის გამოეყენებინა. არ შეიძლება მომხდარი დავტოვოთ როგორც ბერიკაშვილის და ალასანიას „ წინასაარჩევნო ნიუსი“. ფაქტია, რომ პოლიტიკური უზნეობა ამ შემთხვევაში 9 თვის ბავშვის სიცოცხლის მოსპობას უკავშირდება. მოვითხოვ, მათ სამსახურებიდან გათავისუფლებას და სახელმწიფო სტრუქტურის მართვის უფლების შეჩერებას მინიმუმ „რაფალიანცის საქმის“ გამოძიების დასრულებამდე“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42