,,ასეც ვფიქრობდი. ქალბატონო ქეთევან, რაც არ უნდა "მეტადრე" იხმაროთ, სულ რამოდენიმე წინადადებაში დაადასტურეთ, რომ ერთი აშარი, ზრდილობასთან, განათლებასთან და ხელოვნებასთან მწყრალად მყოფი ქალბატონი ბრძანდებით. მესმის, წუხართ იმაზე, თქვენი პაგონები რატომ არ ფასდება დროდადრო გადმოგდებულ ძვალზე მეტად და მთელი ეს ინსინუაცია საბჭოთა რუსეთდან კანადისა და გაეროს გავლით მანჰეტენზე მოგზაურობისა, თქვენის მხრიდან, მხოლოდ დამატებითი ულუფის მოთხოვნაა. მაგრამ თქვენი პაგონები მოსკოვშიც კი არა, სადმე ტვერშია შეკერილი და მანჰეტენამდე ნამდვილად ვერ მიგიყვანთ. ან კი რა გინდათ იქ. კუკარაჩები და მურტალოები, თქვენის მეცადინეობით, დღეს საქართველოში დაბრუნდნენ, ხოდა იკოტრიალეთ თქვენთვის ესოდენ ჩვეულ და სანუკვარ ტურტლში, ინებივრეთ, სანამ შეძახილი "სუს" გაძლიერებთ, სანამ ჯანყარაშვილის სუს-ი გამხნევებთ. ჯიჯგნეთ ყოვლისშემძლე მაჯლაჯუნას გადმოგდებული ძვალი, რომელიც კინაღამ გაგაგდებინათ სიბინძურესა გამყიდველობაში კოლეგა-მტერმა, რამოდენიმე დღეა რომ ციტირებთ. ეს ხომ თქვენ ხართ ერთმანეთის ვიოლინოცა და როიალიც. ხოდა იყავით ერთმანეთისაში, ჩემი დიდი ხნის გარდაცვლილი სიმამრის სულს კი თქვენი ბინძური სისინით ნუ შეაწუხებთ. პარიზში ორჯერ ვარ ნამყოფი გავლით, სულ რამოდენიმე საათით, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი ესთეტიური სიამოვნება მივიღე, ვიდრე ამას თქვენი პროვინციულ-რუსული შინაგანი სამყარო გასწვდებოდა. არც ის მგონია, ვიზუალურად ჩემზე უკეთ გამოიყურებოდეთ და ისიც ვიცი, რომ ღიმილი სულის მდგომარეობაა და არა ხელოვნური ფიზიონომიის. მე თქვენი გივია არ ვარ და არც თქვენ ხართ ჩემი ქეთია. ნუ გეშინიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან კომენტარში მოისაქმეთ, მე თქვენს კედელზე არაფერი მესაქმება. მითუმეტეს, კარგად წარმომიდგენია, იქ რა ambre დამხვდება. გარდაუვალ დაბრუნებამდე ტკივილს გადავიტან, თქვენ კი მანამდე ჩამოყალიბდით, დოლიძე ხართ, თუ შვარცენეგერი, მურტალო, თუ ტერმინატორი. მაგრამ, რადგან ტერმინატორულ ენაზე გსურთ დამშვიდობება, ინებეთ: Asta la vista, baby!“, - წერს გივი თარგამაძე.

მასალის გამოყენების პირობები






