,,ვუყურე "რეაქციას" ძალიან მომინდა, ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა.. ხშირად მესმის რუსეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, მინდა გითხრათ, მე მომწონს რუსული ენა, მე მომწონს რუსული კლასიკური ლიტერატურა, არის რაღაცეები, რაც მომწონს, თუმცა მძულს პუტინი და ის რუსი, რომელიც მისი პოლიტიკური პოზიციის ქომაგია, მე ვთვლი, რომ რუსი პოლიტიკოსის, რუსულ რეალობაში მოღვაწე პრო პუტინური ადამიანის დაკვეთით ცეკვა-თამაში ცუდია, ოხ როგორი ცუდია, დავანებოდ თავი 2008 წელს, ჩანს ისედაც ქართველების ტენდენცია საქართველოს ფეხზე დაკიდების (ეს კარგად ჩანს უახლოეს წარსულ ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს) მაგრამ უკრაინის დროშა ხომ ყველამ დავიყენეთ პროფილის ფოტოდ, თუ ეს მოდას ავყევით , ნუთუ ამის მიმართ მაინც არ გვიჩნდება პროტესტი, ნუთუ ახლაც არ არის რუსეთი აგრესორი. სამწუხაროდ პუტინის პოლიტიკის გამო და ბევრი რუსი მოქალაქის, რომელიც ასეთივე ჩირქიანია, როგორც პუტინი, გვიწევს ადექვატურ ქართველებს ერთიანად ვთქვათ რომ რუსეთი ცუდია!!!! არა ოკუპანტ რუსს!!!!!“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






