"ნაციონალური მოძრაობა" სტატუსშეჩერებული სტუნდენტების სტატისტიკას აქვეყნებს
პოლიტიკა - 13:00, 12 Oct, 2014     1757
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 11000-ზე ოდნავ მეტ სტუდენტს. 2013 წლის იანვარში - 22000 სტუდენტს. 2013 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით 28 000-ზე მეტს (მათ შორის 8000-ზე მეტს ფინანსური დავალიანების გამო). 2014 წლის იანვრისთვის უკვე 33 000-ზე მეტს (მათ შორის 11000-ზე მეტს ფინანსური დავალიანების გამო). უკანასკნელი მონაცემებით სტატუსი შეჩერებული აქვს უკვე 38000 სტუდენტზე მეტს.

ეს პრობლემა რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული: 1. მთავარი პრობლემა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაა. სავალალო დინამიკა სწორედ ამ ტენდენციის მაჩვენებელია. შვილების განათლებაზე გაწეული დანახარჯი საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ტენდენციის ცვლილება, მოსახლეობის შემოსავლების აშკარა კლებაზე მეტყველებს. 2. მთავრობა და განათლების სამინისტრო სტუდენტებზე გაწეულ თანხებს არარაციონალურად და უსამართლოდ ანაწილებს. მაგ. დაფინანსების ძველი წესის შემთხვევაში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა გაიზრდებოდა ორჯერ (100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი გრანტები) და მიაღწევდა დაახლოებით 16000 სტუდენტს. ამის ნაცვლად, შარშან დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა დაახლოებით 9000 იყო. 3. 2013 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარი არ გაიხარჯა სტუდენტებზე და გადავიდა სხვა მუხლში.
2013-2014 წლებში სტუდენტებს 10 მილიონი ლარის დაფინანსება დააკლდათ, ამ თანხით შესაძლებელი გახდებოდა დამატებით 8000 სტუდენტის დაფინანსება. 4. განათლების სამინისტრო არ ახალისებს ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომლითაც დარეგულირდება ალტერნატიული გადახდის შესაძლებლობა.
შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიდგას რამდენიმე ნაბიჯი: 1. სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 2015 წლის ბიუჯეტში მიზნობრივად უნდა განისაზღვროს 10 მლნ. ლარი. ეს ის თანხაა, რაც სტუდენტების დაფინანსებას დააკლდა 2013-2014 წლებში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები სამინისტრომ სრულად არ გახარჯა და წელსაც, ბიუჯეტით ნაკისრი ვალდებულებები განათლების სამინისტროს მხოლოდ 79% პროცენტით აქვს შესრულებული. 2. შეიცვალოს დღეს არსებული დაფინანსების სისტემა და აღდგეს დაფინანსების ძველი წესი. არსებული თანხით შესაძლებელი გახდება ორჯერ მეტი სტუდენტის დაფინანსება.
უნდა განხორციელდეს ორი კანონცვლილება: 3. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს უფლება მიეცეთ, უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე (ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის), სწავლის საფასურის სანაცვლოდ მოითხოვოს სამხედრო სამსახურის გავლა. 4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თავისუფალი მსმენელის ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საფეხურზე ჩარიცხვის შემდეგ ჩაითვალოს გასავლელი აკადემიური პროგრამის უკვე დაძლეულ ნაწილად", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვედრას და აღნიშნული პრობლემების განხილვას სთხვაზობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42