თავს ნუ ვიტყუებთ... რუსეთთან მიმართებაში მეტი სიცხადეა საჭირო - ზურაბიშვილი
სოც.მედია - 00:53, 12 Oct, 2014     2590
,,ამხელა ყაყანი მოსკოვურ თბილისობასა და ოკუპანტების წინაშე მღერა–არმღერაზე მე, მართალი გითხრათ, წინა ხელისუფლების დროს არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისობის "პრაზდნიკი" იქ მაშინაც იმართებოდა, ხუბუტია–ხომერიკებთანაც ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების წევრებს ურთიერთობა, პრეზიდენტი სააკაშვილიც მშვენივრად ილხენდა იმპერიალისტი ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში და ნანი ბრეგვაძე თვით ოკუპანტთ მეუფეს, ვოვა პუტინს უმღეროდა. კანტი–კუნტი საყვედურები კი გამოითქმებოდა ხოლმე, მაგრამ რაიმე სერიოზული ხმაური ამ თემებზე ქართულ საზოგადოებაში არ მახსენდება.

და ხმაური არ იყო იმიტომ, რომ რუსეთის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა გახლდათ ცალსახად, მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებ ენაზე არტიკულირებული. ამ ფონზე ნებისმიერი კომპრომისული წინადადება თუ ქმედება ძირითადად აღიქმებოდა, როგორც ტაქტიკური ნაბიჯი და არა როგორც სტრატეგიული კურსიდან გადახვევა.

აქ არ შევდივარ იმ თემის განხილვაში, თუ რამდენად სწორი იყო სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ვლაპარაკობ მხოლოდ ხელისუფლების რიტორიკაზე. ეს რიტორიკა კი იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი და ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ლაპარაკობდა ფაქტობრივად ერთსა და იმავე ტექსტს.

და რამდენადაც რუსეთის თემაზე ადრე ყველა ლაპარაკობდა ერთნაირად, იმდენად განსხვავებულია დღეს სახელმწიფოს ოფიციალური პირებისა და მმართველი გუნდის წევრების რიტორიკა, ვორდინგი და რიგ შემთხვევაში დამოკიდებულებაც.

აქედან გამომდინარე, საზოგადოების იმ ნაწილში, ვისთვისაც რუსეთი არის ქართული სახელმწიფოს №1 მტერი, მოსკოვში მომღერალ–მოცეკვავეთა ვიზიტები აღიქმება ქვეყნის პოლიტიკაში პრორუსული ტენდენციების მომძლავრების მაუწყებლად, ერთგვარ სიგნალად იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე ლაპარაკი შესაძლოა სხვა ტიპის კომპრომისებშიც გადაიზარდოს.

თავს ნუ მოვიტყუებთ, თითქოს ასეთი განწყობა მარტო ნაცმოძრაობის მომხრეებს აქვთ. ეს ასე არ არის. ანტირუსული განწყობების სპექტრი საქართველოში გაცილებით ფართოა და ბევრად აღემატება ე. წ. მიშისტებს. ამ ფაქტის იგნორირება, არა მგონია, სწორი იყოს.

თითქოს არაა ეს ისე მნიშვნელოვანი საკითხი, რამდენადაც სახელმწიფოს სტრატეგიული კურსი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე საკმაოდ ცალსახადაა გაცხადებული, მაგრამ ვფიქრობ უყურადღებობა მაინც არ ეგების და რუსეთთან მიმართებით აშკარად საჭიროა მეტი სიცხადე და მკაფიოობა“, - წერს დავით ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42