თავისუფალი უნივერისტეტის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ აქცენტი გააკეთა ტელეკომპანია ,,რუსთავის 2“-თან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება იძლევა ანალიზის საშუალებას, რომ ისინი ებძვიან რუსთავი 2-ს, რისი საფუძველი, მათ შორის ივანიშვილის განცხადებებია.
,,მე ინფორმაციის მიღება და ანალიზი შემიძლია და ის, რაც ხდება, მათ შორის განცხადებები ივანიშვილის და ხელისუფლბის სხვა წარმომადგენლების მხრიდან ,,რუსთავი 2“-ზე, ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ, შეიძლება მკაფიო დასკვნის გაკეთება, რომ ,,რუთავი 2“ არის სამიზნე, გარდა ამისა, უცნაური იქნებოდა, რომ ებრძოდნენ პოლიტიკურ ოპოზიციას და არ ებრძოდნენ ტელევიზიას, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი შეხედულებები და თავის აზრს გამოთქვამს ყოველგვარი ლაქუცისა და ვაზელინის გარეშე“, - განაცხადა ბენდუქიძემ ,,კურიერის“ ეთერში საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






