ვის უკავშირდება RMG Gold-თან დაკავშირებული კანონდარღვევები - ,,ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ პირებს ასახელებს
პოლიტიკა - 15:53, 11 Oct, 2014     1663
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ RMG Gold-ზე ახალი ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა.

,,ნიუპოსტი“ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შპს RMG Gოლდ-ის ხელმძღვანელობის ქართულ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველი შემოტევა კომპანიამ ხუხაშვილ-ნაცვლიშვილის ტანდემისგან განიცადა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ ბიზნესებს ახალ მთავრობასთან ურთიერთობას "ულაგებდა". საქართველოს პროკურორის მაშინდელმა პირველმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა, კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნა კახა კობახიძე (მეტსახელად "ხოკა"). კახა კობახიძეს ბიოგრაფიაში რამოდენიმე საინტერესო დეტალია. პირველი, იგი იყო ედუარდ შევარდნაძის ეპოქის უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურზანიას უახლოესი მეგობარი და მარჯვენა ხელი. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ბატონი კახა სამსახურიდან უშიშროების ახალმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გაანთავისუფლა, რუსეთის სპეც-სამსახურებთან მჭიდრო კავშირის გამო. ამის შემდეგ, კახა კობახიძე, თავისი მფარველივით, რუსეთში გადაბარგდა და იქ პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენების კომპანიებში მოღვაწეობდა. საქართველოს ის ლაშა ნაცვლიშვილმა დაუბრუნა, რომელის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირზე ასევე არსებობდა სერიოზული ეჭვები.

პარალელურ რეჟიმში, ფირმის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა ზაზა ბაბუნაშვილი, რომელიც ღარიბაშვილ/თამაზაშვილის კლანის წარმომადგენლის, შსს მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის ნათელ-მირონია და წლების განმავლობაში თავადაც მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში (კუდი, სუსი). აქვე აღვნიშნავთ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, ზურაბ ქუთელია, თამაზაშვილის ნათესავია.

მას შემდეგ, რაც ბიზნესთან ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა გადაიბარა, RMG Gold-ის მმართველობაში გამოჩნდნენ დავით ბალანჩივაძე და ნიკა ქაჩირიშვილი. გენერალური დირექტორის მრჩეველი დავით ბალანჩივაძე, წლების განმავლობაში, ტელევიზია მე-9 არხის მენეჯმენტში მოღვაწეობდა.

ამ ყოველივეს გათვალიწინებით, გასაგები ხდება, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა ის კანონდარღვევები, რომლითაც მოხდა ფირმისათვის ლიცენზიის გაგრძელება და საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის ჩამორთმევა.

ამ უკანონო გარიგებების თანახმად, სახელმწიფომ მილიონობით ზარალი ნახა, მას შემდეგ, რაც უფასოდ გასცა ლიცენზია ტერიტორიაზე, რომელიც ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძის განცხადებით, 1 მილიარდ ლარ მოგებას მოუტანს მის მფლობელს. შედარებისთვის ვიტყვით, რომ მხოლოდ 2011წლის შემოდგომიდან 2012 წლის გაზაფხულამდე, კომპანიებმა დანარჩენ ზემოთაღნიშნულ ლიცენზიებში, საერთო ჯამში, 204 მილიონი ლარი გადაიხადეს.

ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად, თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილ პირების ჯიბეში მიდის", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42