თარგამაძე ქეთი დოლიძეს: ჩემი ცხოვრების აუტანელი, გაუსაძლისი თანმხლები მოვლენა ხართ
სოც.მედია - 12:49, 11 Oct, 2014     3424

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე რეჟისორ ქეთი დოლიძეს სოციალურ ქსელში სტატუსს უძღვნის:

„უდავოდ, დარწმუნებული ვარ, თქვენ იცნობთ პოლუნინს. სლავას. რომელსაც, ალბათ, თქვენი კუკარაჩა ნანახი არ აქვს. მე არ ვიცნობ. აი თქვენ კი გიცნობთ. თან ძალზედ კარგად. მთელი ჩემი ცხოვრების აუტანელი, გაუსაძლისი თანმხლები მოვლენა ხართ. მაგრამ, ეგ არაფერი, გაივლის.

პატარები გაიზრდებიან, თაობა შეიცვლება, ჰაერი გაიწმინდება. ისინი ვეღარ გაიგებენ, რა მურტალო, რის კუკარაჩა. იმასაც ვეღარ გაიგებენ, რატომ უნდა უსმენდე ხუბუტიას და ლანძღავდე არა მას, არამედ გვერდზე მჯდომს. იმდენი მოახერხეთ, ნაცვლად იმისა, დაგეფიქსირებინათ მარტივი ჭეშმარიტება - რომ ხუბუტია ცივილიზებული სამყაროს და საქართველოს #1 მტრის, პუწინის ფულით აღჭურვილი საცეცია, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქართველების პატრიოტიზმიდან გამყიდველობაში გადაყიდვა და ამიტომ, მას არათუ არ უნდა უმღერო, ახლოსაც არ უნდა გაეკარო, აღფრთოვანებით ისაუბრეთ ვინმე სლავა პოლუნინზე და ნიჭიერ, ან უნიჭო ვინმე ბეზრუკოვზე.

ნუ, რაღა თქმა უნდა, თქვენი აუტანლობის გამფერმკრთალებელ თქვენთვის აუტანელ ცხრა წელზეც. და ბოლოს ვინმე მადამ ჟანამ, რომელიც თავს ჟურნალისტად ასაღებდა, ბრძანა, მოსკოვში ვანო და გივიც დადიოდნენო. აბა რა, რუსები კალთებს ახევენ ზვი-ძინს, ვანო გამოუშვი, სევდა გვახრჩობს, ჩვენთან რომ აღარ ჩამოდისო. მაგრამ ხომ იცით, პირველი ევროპელი ზეზვა, უკაცრავად, ზვი-ძინი, რა შეუვალია რუსების ღაღადის მიმართ. მეც ისე დავეკარგე საყვარელ რუსებს, რომ ჯერ პუწინმა პრესკონფერენციიდან მომიკითხა და რომ არ შევეხმიანე, ძებნაში გამომაცხადა. აქ ვარ, ხუილო, ევროზვიძინი არ მიშვებს! ისე კი, მოსკოვში ბოლოს 1985 წელს ვიყავი და კიდევ ერთხელ, თუ არ ვცდები, 1996-ში ალმა-ათისკენ გზად, როდესაც უნიკალური, ექვსსაათიანი ვიზა მომცეს, შემდეგ კი გემახსოვრებათ, რაოდენ ხმაურიანად აღარ მაძლევდნენ. სიმართლეს გეტყვით: ოდნავადაც არ მწყენია. იქ არაფერი მიზიდავს, არც ბეზრუკოვი, არც პოლუნინი, სლავა, და არც სტიუარდესა ჟანას ფანტაზიები...“, - წერს თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42