დღევანდელი საქართველო და ვენეციის კომისია ვართ თანატოლნი - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 11:11, 11 Oct, 2014     1208

დავით უსუფაშვილმა ვენეციის კომისიის საიუბილეო პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა.

იტალიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვენეციის კომისიის მეასე სხდომაში. მან პირველ რიგში კომისიას საიუბილეო სხდომის გამართვა მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობაზე და მიღწეულ პროგრესზე, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე, ზოგადად ქვეყნაში კონსტიტუციონალიზმის განვითარებაზე და საქართველოს ხელისუფლებასა და ვენეციის კომისიას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

დავით უსუფაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთნ კომენტარი გააკეთა.

,,მათ მივულოცე მე-100 სხდომის გამართვა და 500-ზე მეტი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავება სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციურ და სამართლებრივ საკითხებზე. დღევანდელი საქართველო და ვენეციის კომისია ვართ თანატოლნი. 1990- 91 წლებში შეიქმნა ეს კომისია და ერთად ვიზრდებით. ჩვენ ვენეციის კომისიას ვეხმარებოდით ჩამოყალიბებაში და ასე ვთქვათ, ხარისხობრივ ზრდაში იმითაც, რომ ვაწვდიდით ძალიან რთულად გადასაწყვეტ საკითხებს. აღვნიშნე ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური ცხოვრება ნელ-ნელა ახალ ეტაპზე გადადის და უკვე ეს კომისია, რომელიც ახლაა შექმნილია სრულიად განსხვავებულ გარემოში მოქმედებს. ეს განსხვავება პირველ რიგში ისაა, რომ არავინ ელის იმას, რომ სადმე ჩუმად დაიწერება რამე ტექსტი და მერე მას უცებ კონსტიტუციაში ცვლილებად გამოვაცხადებთ, იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია. საქართველოს პარლამენტში თავად უმრავლესობა საკმაოდ მრავალფეროვანია და გადაწყვეტილების მიღება არ არის მარტივი.

მმართველ გუნდს არ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, რომ მხოლოდ თავის ნებაზე გადაწყვიტოს საკითხები. ამიტომ ყველას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც პირველად გაუჩნდათ განცდა იმისა, რომ მათი მოსაზრებები და მათი პოზიციები, მათ მიერ საკითხების მხარდაჭერა თუ წინააღმდეგობა, შესაძლოა მართლაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს. კომისიას შევპირდი, რომ რეკომენდაციების და იმ ცვლილებების პაკეტი, რაც მათთან მოვა, იქნება სხვანაირად დამუშავებული, მართლაც ჩართულობის პროცესით. კომისიას ასევე ვამცნე, რომ საქართველოში მკვიდრდება კონსტიტუციონალიზმი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42