„ყველაზე დიდი სიყვარული მათ ხალხისგან აქვთ და მე ისინი დღეს მეცოდებიან იმიტომ, რომ მათ სრულიად საქართველო ლნძღავს“, - ამის შესახებ დავით ოქიტაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. ოქიტაშვილის განმარტებით, დიალოგის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ ოკუპანტ ქვეყანაში ქართველი ვარსკვლავები არ უნდა ჩავიდნენ:
„დიალოგის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ როდესაც 9 წლის განმავლობაში იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ რუსეთში წასულები, თავიანთი კოლეგების მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდათ. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ყველა ხედავს რა ხდება სოციალურ ქსელში, ქართველი ხალხი დაიბნა. როდესაც წინა მთავრობა ლანძღავდა ნანი ბრეგვაძეს, ლანძღავდა პაატა ბურჭულაძეს და ლანძღავდა „ერისიონს“, შენ ჩადიხარ და აკეთებ ანალოგიურს, ის არის უბედურება, არავინ არ არის დიალოგის წინააღმდეგი და ღონისძიების ჩატარების წინააღმდეგი, როდესაც შენ იძახი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. დღევანდელმა მთავრობამ 26 მაისს უთხრა მომღერლებს აკეთეთ თქვენი საქმე, ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ამ ადამაინებს მსგავსი ნაბიჯი არ უნდა გადაედგათ. ყველაზე დიდი სიყვარული მათ ხალხისგან აქვთ და მე ისინი დღეს მეცოდებიან იმიტომ, რომ მათ სრულიად საქართველო ლანძღავს“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






