ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გამართულ შეხვედრაზე მთავარი თემა რუსეთის მიერ დაწყებული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯების კოორდინირება იყო.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შეკრებილი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, პირველი ნაბიჯი ევროატლანტიკური ფორუმის ჩატარება იქნება, სადაც ყველა ის პარტია და არასამთავრობო მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პროდასავლური კურსის მომხრეა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
როგორც შეკრებილი პოლიტიკოსები ამბობენ, დღეს NATO-ს საწინააღმდეგო კამპანია საქართველოში გააქტიურებულია.
„ჩვენ დღეს ძალიან კონკრეტული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. საქართველო ან გამოიყენებს იმის შანსს, რომ ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ ან ამ შანსს ხელიდან გაუშვებს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის თქმით კი, მიდის ძალიან სეიოზული საინფორმაციო ომი:
„რუსეთი არის გადასული შეტევაზე, მიდის კამპანია ნატოს წინააღმდეგ, დასავლეთის წინააღმდეგ და ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ გაერთიანდეს, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე პოლიტიკური სპექტრი, ყველა, ვინც მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას“, - განმარტავს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






