სრულიად სამართლიანად ვამაყობთ საქართველოს ოლიმპიური გამარჯვებებით - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 18:45, 10 Oct, 2014     1614

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლისთავისათვის მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმინისტრმა ქვეყნის სპორტულ მიღწევებზე ისაუბრა:

"ნამდვილად საამაყოა ის, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა მთელ საბჭოთა სივრცეში, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე დააფუძნა დამოუკიდებელი ოლიმპიური კომიტეტი და გახდა დიდი ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ სრულიად სამართლიანად ვამაყობთ საქართველოს ოლიმპიური გამარჯვებებით, ჩვენი ჩემპიონებით. ჩვენ გვაქვს წარმატებები, რომლებიც ნებისმიერი ჩვენზე დიდი ქვეყნისთვის საამაყო იქნებოდა. ოლიმპიური ოქროს მედლების რაოდენობით საქართველო მსოფლიოს პირველ ოცდაათ ქვეყანას შორისაა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით - კიდევ უფრო წინ ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ოლიმპიელს იმ სიხარულისთვის, რომელიც თქვენ ქართველ ხალხს მოუტანეთ მაშინ, როცა საქართველო ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. სწორედ ამიტომ ყველა თქვენი გამარჯვება ეროვნული დღესასწაულის ტოლფასი იყო. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ოლიმპიელებს, რომლებმაც უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში საქართველოს დროშა ააფრიალეს ოლიმპიურ ქალაქებში და ასახელეს ჩვენი სამშობლო.

უდიდესი პატივისცემით მინდა მივესალმო და მადლობა გადავუხადო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტს, ყველა დროის სახელოვან მოჭადრაკეს, ჩვენს საამაყო ადამიანს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, რომელსაც უზარმაზარი ამაგი აქვს გაწეული ქართული სპორტის განვითარების საქმეში. ჩვენს ღვაწლმოსილ სპორტსმენებთან ერთად განსაკუთრებით მინდა მივესალმო სპორტსმენთა ახალ თაობას, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ მომავალი შეჯიბრებებისთვის, მომავალი გამარჯვებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფოს დროშა არაერთხელ აფრიალდება და კიდევ ბევრჯერ გაიჟღერებს საქართველოს ჰიმნი. მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს სტუმრებს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ თომას ბახს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს ბატონ პატრიკ ჰიკს, აგრეთვე ყველა სტუმარს და მადლობა გადავუხადო ყველას ჩამობრძანებისთვის და საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებებს გისურვებთ ყველას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42