პოლიტიკური ჯგუფები და ექსპერტები ევროატლანტიკური მიმართულებით გააქტიურებას იწყებენ
პოლიტიკა - 17:51, 10 Oct, 2014     1297
ნატოს სამეკავშირეო ოფისში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მხარდამჭერ ორგანიზაციათა საკოორდინაციო ჯგუფის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე უილიამ ლაჰიუმ - ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, NATO/PFP მეკავშირე ოფიცერმა სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო დეტალური ინფორმაცია ნატოს უელსის სამიტის მსვლელობის, მისი დეკლარაციისა და საქართველოსთვის გამომდინარე შედეგების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერი ორგანიზაციების მომავალი აქტიური თანამშრომლობა.

NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შეხვედრაზე გაიჟღერა ინიციატივამ, მოწვეულ იქნას ევროატლანტიკური ფორუმი, რომელშიც ჩართული იქნებიან სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების და მისი განვითარების ერთადერთი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ რაც უფრო უახლოვდება საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მეტად იზრდება რუსული საფრთხე და უფრო მეტად აქტუალური ხდება საერთო ეროვნული კონსოლიდაცია.მნიშვენლოვანია აღნიშნული თემის გარშემო საერთაშორისო პარტნიორების მიერ სხვადასხვა სახის სადისკუსიო მოედნების ორგანიზება, სადაც ხელისუფლების, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელურად ჩართული იქნებიან პოლიტიკური პარტიები. ევროატლანტიკური ფორუმის შექმნის იდეას მხარი დაუჭირეს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შეკრებილმა ექსპერტებმა, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

მომდევნო კვირაში ევროატლანტიკური ფორუმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც კონკრეტული სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტები თორნიკე შარაშენიძე, ხათუნა ლაგაზიძე, ,,რეფორმატორთა კლუბის“ ექსპერტი ირაკლი კობიძე, ,,ქართულ-აფახაზური ურთერთობების ინსტიტუტის“ და ,,ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენლები ზურაბ შენგელია და არჩილ ოსიძე, ,,საქართელოს დემოკრატიული ინიციატივის“ ექსპერტი ნათია იმნაძე, ,,საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ექსპერტი გიორგი მუჩაიძე, ,,დემოკრატიისა და სტრატეგიული განვითარების ცენტრის“ ექსპერტი გიორგი რუხაძე, მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაია, პოლიტიკური პარტიებიდან ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა, ,,ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე, ,,ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე და ,,ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის წევრი გოჩა ჯოჯუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42