ნარმანიამ თბილისში არსებული ქონების ინვენტარიზაციის ბრძანება გასცა
პოლიტიკა - 17:53, 10 Oct, 2014     1556

თბილისის მთავრობამ დღეს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის ანგარიში მოისმინა.

შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი გაგოშიძემ გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მისი თქმით, სააგენტოს პრიორიტეტები თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ქონების აღრიცხვა და ინვესტიციების მოზიდვაა.

თბილისის მერმა ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს დედაქალაქში არსებული ქონების სრული ინვენტარიზაცია დაავალა. დავით ნარმანიას განცხადებით, ქონების მართვის სააგენტოში უნდა შეიქმნას ერთნიანი გეოინფორმაციული სისტემა, რათა ზუსტი ინფორმაცია არსებობდეს მიწისქვეშა კომუნიკაციების, ელექტროსადენების და გაზსადენების განლაგების შესახებ.

მისივე თქმით, ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნის შემდეგ, მერია ცალკეულ პროექტებს უფრო ეფექტურად განახორციელებს. ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, უნდა გადაიხედოს ქირავნობის ხელშეკრულებები და დაზუსტდეს, რამდენად ოპტიმალურად იღებს ქალაქი შემოსავლებს გაქირავებული ქონებიდან.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, ცვლილებები უნდა შევიდეს სამართლებრივ ბაზაში, რაზეც ქონების მართვის სააგენტო თბილისის მერიის იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად იმუშავებს.

თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული სსიპ - ქონების მართვის სააგენტო თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ქონების აღრიცხვა რეგისტრაციას უზრუნველყოფს.

დღევანდელი შეხვედრა სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან პარასკევის ტრადიციული შეხვედრის ფორმატში გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42