„საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, სადაც ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი განთავსდება“, - განცხადებას ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, უილიამ ლაჰიუ აკეთებს.
ლაჰიუ ცენტრის განთავსებას საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს. ის აცხადებს, რომ ეს არ იქნება სამხედრო ბაზა, არამედ იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელზეც პასუხისმგებლობას არა ნატო, არამედ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აიღებს.:
„საკითხი, რომელზეც ხალხი მსჯელობს, არის პარტნიორობის საწვრთნელი, საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც იქნება საქართველოს კუთვნილებაში, სადაც მოხდება წვრთნა და სწავლება. ნატო მსჯელობდა იმაზე, რომ დახმარებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელი ცენტრის განვითარებაში. ცენტრზე პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს აღებული. ჩვენ მათ მრჩევლებით დავეხმარებით. ჩვენ არ შეგვიძლია ამას ვუწოდოთ ნატო-ს ბაზა, ეს არის საწვრთნელი და საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის ანალოგები სხვა ქვეყნებშიცაა განლაგებული, როგორც ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებში. ასე რომ ეს იქნება ქართული ინსტიტუცია, ქართული ბაზა, რომელსაც საგანმანათლებლო პროექტებში ნატო დაეხმარება“, - განაცხადა ლაჰიუმ.
მასალის გამოყენების პირობები






