ცნობისათვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, ხოლო 1997 წელს — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1993-1997 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე გაზეთ „რეზონანსში“. 1997-1998 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების“ პრეს-მდივნად. 1998–2002 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მართვის ევროპულ სკოლაში (ESM). 2002 და 2003 წლების გაზაფხულის სასწავლო სემესტრების განმავლობაში იყო მიწვეული მკვლევარი ახალი სკოლის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი, აშშ). 1999-2002 წლებში მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.2002-2003 წლებში იყო საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.
აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისა და შეფასების პროცესში. ორგანიზაციამ არჩევნები უარყოფითად შეაფასა.ვარდების რევოლუციის შემდეგ ჭიაბერაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. 2004-2005 წლებში იყო თბილისის მერი.
2005 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია. 2005-2010 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში. 2011-12 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინში
2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია.
მასალის გამოყენების პირობები






