კარასინთან არაფორმალური საუბრის დეტალები - რამ გამოიწვია რუსეთის შეშფოთება
პოლიტიკა - 16:54, 10 Oct, 2014     1471

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს იხსენებს და ასევე ეხება იმ არაფორმალურ საუბრებს, რომელიც გრიგორი კარასინთან მიმდინარეობდა.

ზალკალიანი აღნიშნულ კომენტარს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავცრელებული განცხადების საპასუხოდ აკეთებს:

„უზუსტობაა კითხვაში იმასთან დაკავშირებით, რომ ჟენევაში იყო საუბარი ძალის არგამოყენების საკითხზე. რა თქმა უნდა იყო, ძალის არგამოყენების საკითხი არის ჟენევის მოლაპარაკების ერთერთი უმთავრესი საკითხი. ისე, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თემა.

დაწყებული 2008 წლიდან, ძალის არგამოყენების საკითხი არის ჟენევის ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. უბრალოდ, საუბარი მქონდა იმაზე, რომ რაღაც გაუგებრობა გამოიწვია ამან. იმ ფაქტმა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ თითქოსდა რუსეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ირგვლივ იყო საუბარი ძალის არგამოყენებაზე. ეს ასე არ არის. რუსეთის მიერ წარმოდგენილ არანაირ დოკუმენტზე ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

ეს რუსეთის ინტერპრეტაციაა, მე მოგიწოდებთ, რომ ნახოთ თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებული პრესრელიზი, სადაც ძალიან მკაფიოდ არის საუბარი იმაზე თუ რის გარშემო მიდიოდა საუბარი ჟენევაში. იქ ნახსენებიც არ არის რაიმე რუსული დოკუმენტი. საუბარი მიდის ძირითადად ორი მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველომ ეს იურიდიულად სავალდებულო ვალდებულება აიღო ორჯერ, 2010 წელს და 2013 წელს კიდევ ერთხელ იყო დადასტურებული. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას თანათავმჯდომარეებთან ერთად, იგივე ნაბიჯი გადადგას და აიღოს იურიდიულად სავალდებულო ვალდებულება, რასაც რუსეთის ფედერაცია არ აკეთებს. შედეგად, ხდება მუდმივად ამის შეხსენება თანათავმჯდომარეების მხრიდან.

არაფორმალურ ვითარებაში, იქ საუბარი იყო იმ საკითხზე, რაზეც შემდგომ რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო საუბარი, თითქოს რუსეთის შეშფოთებას იწვევს საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი. სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, იმიტომ, რომ ნატო-ს თემატიკა ჟენევის თემატიკა არ არის და მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ ჩვენ ეს. არაფორმალურ საუბრებში, კარასინმა აღნიშნა, რომ ისინი გარკვეულწილად შეშფოთებული არიან ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებებით და შემდგომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რომ იქ სამხედრო ცენტრი შესაძლოა აშენდეს. მე მას მივუგე, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს, ეს ჩვენი ქვეყნის არჩევანია, ამაზე საუბარი ჟენევაში არ შეიძლება“, - განაცხადა ზალკალიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42