აგინა ვიღაც უცხო ადამიანს დედის ტ...ი. ვაააა... რამხელა პატრიოტული საქმე გააკეთა - მამუკა გამყრელიძე
სოც.მედია - 15:40, 10 Oct, 2014     4322
საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში - მამუკა გამყრელიძე, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
"გახსოვთ ალბათ, საქართველოს პრემიერ მინისტრს, უშვერი სიტყვებით რომ აგინეს ამერიკაში ? ჰოდა მაშინ წავუყრუე, არაფერი ვთქვი და ვთვლი, რომ ძალიან დავაშავე საკუთარი სინდისის წინაშე. ახლა ვიტყვი, რომ ის უხამსი აქცია იყო სამარცხვინო და საზიანო. პროტესტი, მშვიდი და ორგანიზებული სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ არა ასეთი მდაბიო გამოვლინება საკუთარი ემოციების. მითუმეტეს, უცხო ქვეყანაში, სადაც ყველა შენს საქციელს ლუპით აკვირდებიან. არ ვიცი ამით რა დააკლდა ღარიბაშვილს, ზოგადად ქართველებს რომ არაფერი შეემატათ ფაქტია.
დღეს ფეისბუკში ვიღაც ჩერჩეტი ბიჭის ვიდეო ტრიალებს, რომელიც ერთი უვარგისი გამოცემის რედაქციის თანამშრომელს აგინებს. და კვლავ ისმის აღტაცებული შეძახილები, ამ ახალგაზრდის ქება-დიდება და მისი უგუნური საქციელის პატრიოტული შარავანდედით შემკობა. მაინტერესებს, თუ დაფიქრებულხართ იმაზე რა დათვურ სამსახურს უწევთ ამ უწვერულვაშო ბიჭს ? ის ახლა სუპერპოპულარული გახდა და რის ხარჯზე ? აგინა ვიღაც, მისთვის სრულიად უცხო ადამიანს დედის ტ...ი. ვაააა... რამხელა პატრიოტული საქმე გააკეთა. მის, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ტვინში ჩაჯდება აზრი, რომ ლანძღვა-გინებით შეიძლება წარმატებას მიაღწიო.
ან თქვენ, უკვე ზრდასრული ხალხი თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ არ შეიძლება სხვისგან კორექტულობა მოითხოვო როცა თავად ხარ არაკორექტული ? სხვა თუ რეგვენი და უზრდელია თქვენც მას უნდა დაემსგავსოთ და მისი ენით ისაუბროთ ? ოპონენტის, თუნდაც უზრდელის, პატივისცემა ისევ თქვენ აგამაღლებთ მასზე.
ძალიან შემაშფოთა ამ ორმა ფაქტმა. საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობა საგანგაშოა. ახლა მე მაგინეთ. Go ahead !"- წერს გამყრელიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42