თბილისში მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) შეხვედრა შედგა
პოლიტიკა - 15:34, 10 Oct, 2014     1142

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ, მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) კონფერენციის მეორე დღე მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მედია გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარედგინა.

ევროპის ქვეყნების ორმოცზე მეტი მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა პირებმა და ევრო კომისიის მედიის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებმა დღევანდელ სესიაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, როგორიცაა აუდიოვიზუალური მედია სერვისების რეგულაცია ტექნოლოგიური განვითარების ფონზე.

დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციებით ევრო კომისიის „DG Connect“-ის და ევროპული მარეგულირებელი ორგანოების ჯგუფი აუდიოვიზუალური მედია სერვისებისთვის (ERGA) წარმომადგენლები წარსდგნენ. ასევე, პრეზენტაციები წარმოადგინეს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, სლოვაკეთის და საფრანგეთის მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების დელეგატები.

განხილვის საგანი, სხავადასხვა ახალი მედია პლატფორმების წარმოქმნის პირობებში აუდიოვიზუალური სერვისების რეგულირების ახალ გამოწვევები იყო. ევრო კომისიის დღის წესრიგში „Smart TV“-ს, “VoD”-ს (Video on Demand), “Cach-up”-ის ერაში უმცირესობათა, მათ შორის არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა, უკეთესი მედია გარემოს უზრუნველყოფა და გამოხატვის თავისუფლების შეზრუდვის გარეშე ეფექტური რეგულირების მექანიზმების შემუშავება დგას.

მედია საკითხების ექსპერტებმა რადიომაუწყებლობის ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის საკითხიც განიხილეს.

კონფერენციის მესამე დღეს, 10 ოქტომბერს მარეგულირებელი ორგანოების პოლიტიკურ და ფინანსურ დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე იქნება საუბარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42