„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერიას ახალი ბაღების მშენებლობის წინადადებით მიმართავს
პოლიტიკა - 15:30, 10 Oct, 2014     941

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერს დავით ნარმანიას მიმართავს, რომ დედაქალაქში საბავშვო ბაღების საკითხზე რეალური რეფორმა დაიწყოს.


ასევე, მუნიციპალური ბაღების გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის, დედაქალაქის მოქმედი და 2015 წლის ბიუჯეტიდან, შესაბამისი თანხები გამოიყოს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ჯაბა სირაბიძის განცხადებით, თბილისში, საგანგაშოდ მწირია მუნიციპალირი ბაღების რაოდენობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს რეალურ მოთხოვნებს და რთულ მდგომარეობაში ამყოფებს, როგორც სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებს, ასევე მათ ოჯახებს. ასეთ ვითარებაში, სოციალურად დაუცველი მშობლებიც, იძულებულნი არიან კერძო დაწესებულებს მიმართონ, სადაც მომსახურების ღირებულება მაღალია. შექმნილი ვითარება, საშუალო სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახს, ხშირ შემთხვევაში, მძიმე ტვირთად აწვება. არსებობს შემთხვევები, როდესაც თანხის გადაუხდებოლის გამო, ბავშვები თავიანთი ასაკის შესაბამისი განათლების გარეშე რჩებიან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თბილისში არსებული ვითარება, გამოწვეულია იმ ე.წ. „საბავშვო ბაღების ოპტიმიზაციით“, რაც წინა მუნიციპალური მთავრობის დროს, 2007 წელს იქნა მიღებული.


"დედაქალაქის მაშინდელი მთავრობის დადგენილებით, პირველ ეტაპზე გათავისუფლდა ბაგა-ბაღების დირექტორები და ყველა ბაღი გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე, ხოლო შემდეგ გაუქმდა აღნიშნული ბაღების ნაწილი. ამჟამად, თბილისში, სულ 159 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, ხოლო 46 ბაღი, ოპტიმიზაციის საფუძველზე, უკვე აღარ არსებობს. გაუქმებული ბაღები დედაქალაქში, თავდაპირველი რაოდენობის თითქმის მეოთხედს შეადგენს. ამასთან, პრობლემურ საკითხად რჩება მოქმედ ბაღებში არსებული ჯგუფების ოდენობაც, სადაც ბავშვების რაოდენობა 35-ს აღემატება. ასეთი ოდენობა არ შეესაბამება თავად მერიის დადგენილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა, უნდა იყოს 30-35 ბავშვი",- აცხადებენ ორგანიზაციაში.


მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია, პრობლემის გადაჭრის გზაზე, დედალაქის მერიამ გამოყოს შესაბამისი ფართები და რაც შეიძლება მალე დაიწყოს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, რათა მოხდეს იმ მოთხოვნის შევსება, რომლის საჭიროებასაც, მოქალაქეების ნაწილს სამართლიანად მიაჩნია,"- აუცილებელია ბაღების დამატება, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები აღარ დარჩნენ ბაღებს მიღმა და ის ჯგუფები, სადაც ბავშვების რაოდენობა აღემატება დადგენილ სტანდარტს, მოვიდეს შესაბამისობასთან."


შეგახსენებთ, რომ სკოლამდელი განათლებისათვის თბილისის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების რაოდენობა წლების მიხედვით შეადგენდა:

  • 2007 წელს - 33 461 000 ლარს
  • 2008 წელს - 30 348 080 ლარს
  • 2009 წელს - 32 514 024 ლარს
  • 2010 წელს - 39 297 100 ლარს
  • 2011 წელს - 27 425 300 ლარს
  • 2012 წელს - 27 987 000 ლარს
  • 2013 წელს - 49 500 000 ლარს
  • 2014 წელს - 79 000 000 ლარს




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42