გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 15:26, 10 Oct, 2014     1228

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, თომას ბახს შეხვდა.

ქვეყნის პირველმა პირმა მსოფლიო მასშტაბით საქართველოს წარმოჩენის თვალსაზრისით ქართველი ოლიმპიელების როლზე ისაუბრა.

თომას ბახმა ხაზგასმით აღნიშნა სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის.

მხარეებმა ყურადღება ქართველი ათლეტების როლზეც გაამახვილეს მსოფლიო ოლიმპიზმის განვითარების საკითხში.

„საქართველო, შესაძლოა, პატარა ქვეყანა იყოს, თუმცა, ოლიმპიური თვალსაზრისით, ის უდავოდ დიდი სახელმწიფოა. ამ მხრივ, ქართველმა ათლეტებმა ისტორიული როლი შეასრულეს მსოფლიო მასშტაბით და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულები არიან“, - აღნიშნა თომას ბახმა.

მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ აუცილებელია ოლიმპიური კომიტეტი ჩაებას ერებს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში და შეთანხმდნენ, რომ ამ მხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„მადლობას გიხდით საქართველოში სტუმრობისთვის და მსოფლიო ოლიმპიადის ისტორიაში ქართველი ათლეტების სათანადოდ დაფასებისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ სპორტსმენებს საქართველოს სახელის მსოფლიო ასპარეზზე გატანისთვის. ამაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის როლი დიდია და ის მხოლოდ სპორტული თამაშებით არ შემოიფარგლება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის მსვლელობისას.

თომას ბახმა გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შვეიცარიაში, ლოზანაში მიიწვია, სადაც მხარეები თანაშრომლობის გაღრმავების პერსპექტივასა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

შეხვედრის დასასრულს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ქვეყნის პირველი პირი საგანგებო მედლით დააჯილდოვა, რომელიც ოლიმპიური თამაშების აღმდგენელმა პიერ დე კუბერტეინმა, საგანგებოდ სახელმწიფოს მეთაურებისთვის დააწესა. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა კი გიორგი მარგველაშვილის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურად მოჭრილი მედალი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. სიმბოლური საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტისგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმაც მიიღო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42