გამახარია: ”ამიერკავკასიაში სტაბილურობის განმტკიცების ერთადერთი გზა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გამოსვლაა”.
პოლიტიკა - 14:35, 10 Oct, 2014     1002

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას პასუხობს, რომელიც მან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 29–ე რაუნდის შედეგების კომენტირებისას გააკეთა ამიერკიავკასიაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით.

ბატონი ჯემალ გამახარიას თქმით, რუსეთის საგარეო უწყების აღნიშნული განცხადება არის უსაზღვრო ცინიზმის თვალსაჩინო მაგალითი, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მასხრად აგდება, თავად რუსეთის მიერ მოწყობილი ჰუმანიტარული კატასტროფის უდანაშაულო მსხვეპლთა - დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თითქმის ნახევარმილიონიანი არმიის სასიცოცხლო ინტერესების სრული იგნორირება.

უპირველეს ყოვლისა, თვალში საცემია ოკუპანტის ფუჭი მცდელობა - წარმოაჩინოს მის მიერვე ოკუპირებული საქართველოს რეგიონები ”დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”, ჟენევის პროცესების, თითქოსდა, თანასწორუფლებიან წევრებად. ამ განცხადებაში შავი თეთრადაა გასაღებული, საუბარია რაღაც საფრთხეზე (რა თქმა უნდა, ნატოს მხრიდან), რომელიც თითქოს ემუქრება იმ ”სტაბილურობას, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში ყალიბდება“.

- რამდენად მისაღებია ისეთი სტაბილურობა, როცა რუსეთი საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს იმავე ამიერკავკასიაში?

არანაირ სტაბილურობაზე საუბარიც არ შეიძლება იმ ვითარებაში, როდესაც ”სტაბილურად” გრძელდება:

- რუსეთის მიერ სუვერენული საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაცია; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ძალების უკონტროლო ზრდა;

- ოკუპირებული ტერიტორიებიდან 70% მოსახლეობის იძულებითი დევნა და კანონიერი უფლებაზე - საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე უარის თქმა;

- დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების მიტაცება;

- აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოქალაქეთა დისკრიმინაცია ეროვნულ-რასობრივი ნიშნებით;

- საოკუპაციო ზონაში მცხოვრები ქართული მოსახლეობის ელემენტარული უფლებების უხეშად (შუასაუკენეების მეთოდებით) ფეხქვეშ გათელვა;

- გამყოფი ხაზის თვითნებური ფიქსაციითა და მავთულხლართების უკანონო მონტაჟით მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება.

ნამდვილი და არა მოჩვენებითი სტაბილურობის მისაღწევად აუცილებელია რუსული ოკუპაციის ზემოთ ხსენებული უკიდურესად ნეგატიური რეზულტატების დაუყონებლივ აღმოფხვრა, რაც რეალურ საშიშროებას უქმნის არა მარტო სამხრეთ კავკასიასა და მის მოსახლეობას, მათ შორის აფხაზებსა და ოსებს, არამედ საყოველთაო უსაფრთხოებასა და მშვიდობას. სწორედ უცხო ქვეყნის ოკუპაციის ზემოთ აღნიშნულმა ნეგატიურმა რეზულტატებმა და მათი თანდათანობით აღმოფხვრის მცდელობამ განაპირობეს საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების აუცილებლობა. ამიერკავკასიის რეგიონში სტაბილურობის დამყარებისა და განმტკიცების ერთადერთ გზას, რომელიც მოსკოვის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, წარმოადგენს რუსული ჯარის გამოსვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და აგრესიის განუახლებლობის ვალდებულების აღება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42