ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ იქმნება ახალი კოალიცია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოლებს. კოალიციის მთავარი რგოლი კი თურქეთი იქნება. ამის შესახებ „ალიასთან“ ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს:
„გავითვალისწინოთ ის, რომ ამ მებრძოლებში მხოლოდ ათას კაცამდეა პოსტსაბჭოთა სივრციდან, დანარჩენები არიან ადგილობრივი ან ევროპელი მუსლიმანები. ამიტომ, ისინი არაფრის მიმტოვებლები არ არიან, ჯერ მთავარი ამოცანა აქვთ შესასრულებელი - ისლამური სახელმწიფოს შექმნა. მერე რა მოხდება, არავინ იცის. ამასობაში იქმნება კოალიცია, რომელიც აპირებს ბრძოლას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ კოალიციის ყველაზე აქტიური მებრძოლი არის თურქეთი. გეუბნებით 2-3 დღის ამბავს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში მათ არ ექნებათ აქეთ გამოლაშქრების სურვილი. თუ ჩამოვლენ, ერთეულები ჩამოვლენ, თან იარაღის გარეშე“, - აცხადებს მამუკა არეშეიძე.
მასალის გამოყენების პირობები






