არ გამოვრიცხავ, მთავრობის შემადგენლობა წლის ბოლომდე შეიცვალოს-ცაგარეიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, მთავრობის შემადგენლობა შესაძლოა წლის ბოლომდე შეიცვალოს.
„არ გამოვრიცხავ, მთავრობის შემადგენლობა წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში შეიცვალოს. ზოგადად, ხარისხის გაუმჯობესებისთვის ცვლილებებს მივესალმები. თანამდებობის პირებმა ერთი პრინციპი უნდა გაითავისონ როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარეო. თანამდებობის დაკარგვის გამო ტრაგედია არავინ უნდა შექმნას. გარემოს დაცვის სამინისტროში მენეჯმენტის ცვლილებითაც კმაყოფილი ვარ. მინისტრი წინამორბედის გზას აგრძელებს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა „ვერსიასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენის ტემპი ბოლომდე მისაყვანია.
„დღეს სააკაშვილს მხოლოდ წითელი საცვალი, ველოსიპედი, მწვანე ფეხსაცმელი და ხელში ქოქოსის წვენი შერჩა... მაგრამ რა ვუყოთ მათ, ვისაც აუპატიურებდნენ ან ბიზნესმენებს, რომლებსაც 2000-ლარიანი ბოსლები 7 მილიონ ლარად აყიდინეს? მათ წარსულს ვერასოდეს დაავიწყებ. საქართველოს მომავლის გასაღები თბილისშია. ხელისუფლებამ თავი ევროსაბჭოს დეპუტატს კი არა, საქართველოს მოქალაქეს უნდა მოაწონოს. ეს განსხვავებაა „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ნაციონალებმა“ საქართველოში სრული მხარდაჭერა დაკარგეს, ერთ ჩაკეტილ კლუბად, მასონთა ლოჟად ჩამოყალიბდნენ და ყველაფერს აკეთებენ, ქვეყანას თავი მოჭრან. ჩვენ კი ვამბობთ, საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პროკურატურაში 20 ათასი სარჩელი მე დავწერე თუ ეს საჩივრები სანაგვეში გადავყაროთ? სასამართლო თავისუფალია. დღეს ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესები პირდაპირ ეთერში შუქდება, როცა ორი წლის წინ ჟურნალისტს დარბაზშიც კი არ უშვებდნენ. არაერთი ჟურნალისტი ვიცი, რომელსაც შეურაცხყვეს და სცემეს. არჩევნებს არავინ აყალბებს, ციხეში ადამიანებს არ აუპატიურებენ და პირადად ჩემთვის ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია! არაფერს ნიშნავს, რომ შეკრებითობის მუხლები გაუქმდა და ახალგაზრდებს წვრილმანი ქურდობისთვის ციხეში 30 წლით არ აგზავნიან, „ცე“ ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მაჩვენებელი 300%-ით, სააფთიაქო ნარკომანია კი 92% შემცირდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ? ვაკეში ვცხოვრობ, 22 წლის ბიჭი მყავს და ვიცი, რაც ხდებოდა. ჩემ სახლთან 5 ფსიქოტროპული აფთიაქი 24 საათი მუშაობდა. კი ბატონო, მეც მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ საზოგადოებას ფლიდობისთვის არ აურჩევივართ. ევროსაბჭოში კანდელაკმა გაჯობათო, რომ გვეუბნებიან, კანდელაკი გაქნილი ნაძირალა, ყალბი კაცია! ბურჯანაძეც რომ გვეუბნება, რეზოლუცია თქვენი სისუსტის შედეგიაო, კარგად მახსოვს, ნაციონალებმა დასავლეთში ფლიდობა სწორედ ბურჯანაძესთან ერთად დაიწყეს და შემდეგ მის გარეშე გააგრძელეს! ევროსაბჭოს დეპუტატებს მოვუწოდებ, ჩამოვიდნენ და ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესებს დაესწრონ. სიმართლე გითხრათ, სამართლიანობის აღდგენის ტემპი არც მე მომწონს და ის 20 ათასი საჩივარი ბოლომდე მისაყვანია, რათა მტყუან-მართალი ერთხელ და სამუდამოდ გავარჩიოთ, ოღონდ ისე, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერიოს. ეს დამოკიდებულია სასამართლოზე. ვვარაუდობ, გახმაურებული საქმეები წლის ბოლომდე ან 2015 წლის დასაწყისში გაიხსნება. ასე რომ, ვფიქრობ, ხმაურიანი დაკავებები გველის“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა „ვერსიასთან“ საუბრისას.
წყარო:"ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა