მერიაში სახელფასო დანამატების ბუმი გრძელდება - ნარმანია დანამატს საერთოდ არ იღებს
პოლიტიკა - 13:21, 10 Oct, 2014     1690

თბილისის მერის მოადგილის, გუგა ხელაიას განცხადებით, თბილისის მერი დავით ნარმანია დანამატს არ იღებს და მხოლოდ სარგო ერიცხება.

„ზოგადად, ანაზღაურება შედგება სამი ნაწილისგან სარგო, დანამატი და პრემია. ჩვენი წინამორბედები, სევდია უგრეხელიძე, ირაკლი აბესაძე და სხვა ძმანი მათნი, სამივე კომპონენტს იღებდნენ. კონკრეტულად ხელფასი, სარგოსა და დანამატისგან შედგება, მაგრამ ისინი ყოველკვარტლურ პრემიებს იღებდნენ, რაც ორჯერ და სამჯერ აღემატებოდა სარგოს მოცულობას. სხვათა შორის, დავით ნარმანია დანამატს საერთოდ არ იღებს, მხოლოდ სარგო ერიცხება. ჩვენ კი, მისმა მოადგილეებმა, პრემიებზე უარი ვთქვით და სახელფასო დანამატის მოცულობაც შევიმცირეთ. არანაირი პრემია არ აგვიღია და არც ვაპირებთ აღებას. სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, მთლიან ხარჯში, რომელიც თბილისის მერის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების ხელფასს ხმარდებოდა, ამიერიდან პრემიები გათვალისწინებული არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ საპრემიო ფონდი ისედაც ამოწურა, რადგან საარჩევნო პერიოდში, პირველი და მეორე ტურის დროს, მაქსიმალურად გასცეს პრემიები და ყოვლად დაუსაბუთებლად გაანაწილეს თანამშრომლებზე. პრემიის გაცემის არავითარი პრინციპი არ არსებობდა. ბევრს გასცემდნენ, რათა არჩევნების პერიოდში სასურველი შედეგი მიეღოთ და თანამშრომელთა გულიც მოეგოთ. ამის გამო სარგოს მოცულობის 100%-იანი ოდენობით, დასაბუთების გარეშე, ოთხი თვის მანძილზე გასცემდნენ პრემიებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში თბილისის მერი, მოადგილეები და სამსახურების უფროსები პრემიებს არ აიღებენ, პრემია მხოლოდ იმ თანამშრომლებზე გაიცემა, რომლებიც სახელფასო დანამატს არ იღებენ, მაგრამ გარკვეულ წახალისებას საჭიროებენ. რაც შეეხება სახელფასო დანამატს, პირდაპირ უნდა გითხრათ, ამაში არავითარი უკანონობა არ არის. ჩვენთან მაღალკვალიფიციური ადამიანები მუშაობენ, რადგან 72 000 000-ლარიან ბიუჯეტს პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის გაძღოლა სჭირდება და არა ისეთი ბაქია და პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი, როგორიც წინა მთავრობაში იყო! ოპონენტების კრიახი უსაფუძვლოა და ეს თემაც მათი შემოგდებულია, რათა თბილისის მთავრობას ხელი შეუშალონ!“ - განაცხადა გუგა ხელაიამ.

წყარო: გაზეთი "ვერსია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42