მიხეილ ხუბუტიას მოსკოვური ვნებანი - სულით რუსი ვარ და ქართული მენტალიტეტი უკვე არ მესმის
პოლიტიკა - 13:17, 10 Oct, 2014     3814

გაზეთი „ვერსია“ ბიზნესმენ მიხეილ ხუუტიას ინტერვიუებიდან ამონარიდებს აქვეყნებს.

„დავიბადე და გავიზარდე ქართველად, მაგრამ მოსკოვში გავრუსდი. საუზმედ - შვრიას მივირთმევ, ღვინო კი წვენებით ჩავანაცვლე. სულით რუსი ვარ და ქართული მენტალიტეტი უკვე არ მესმის. ყველა ჩემი მეგობარი აქაა. რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ სამშობლო აღარ მიხმობდა. დაბრუნების სურვილი აღარ მქონია; საქართველოს კეთილდღეობის გასაღები ღმერთისა და რუსეთის პრეზიდენტის ხელშია. საქართველოს გაბედნიერებას ღმერთისგან უნდა ველოდოთ, თუმცა ბატონი პუტინის გარეშე ეს საკითხი არასდროს გადაწყდება. მთავარია, ნდობა აღდგეს, მოხდეს პირველი პირების შეხვედრა და რაც უფრო ჩქარა მოხდება ეს, მით უკეთესი.

ჩემი სურვილი იქნებოდა, პუტინს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდეს, რადგან ეს უფრო პროდუქტიული აღმოჩნდებოდა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი უყვარს და ქართველი ხალხის მეგობარია პუტინი. რაც შეეხება წარსულს, ამაში საქართველოს ყოფილ რეჟიმს ვადანაშაულებ. რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ რუსეთმა უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება? დღეს ეს ირეალურად მეჩვენება. თვითონ საქართველოც არ არის მზად. დასავლეთსაც აწყობს ეს „სტატუსკვო“. უნდა მოვიფიქროთ სხვადასხვა ფორმა, რომ რამეს მივაღწიოთ. საქართველოს მოსახლეობაც არ არის მზად, ხვალ რუსეთმა თავისი გადაწყვეტილება უკან წაიღოს ჯერჯერობით, საქართველოს მოსახლეობაში დათესილია აზრი, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი“, - წერს გაზეთი „ვერსია“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42