ზვიად ჯანყარაშვილს მინუსებიდან პლიუსებში გადასვლა მოუწევს - ხუხაშვილი
პოლიტიკა - 13:02, 10 Oct, 2014     1305

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი ჯანყარაშვილის პარტიულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება.

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ზვიად ჯანყარაშვილს ორი ამოცანა აქვს. მის გეგმებში შედის პარტიის მშენებლობა. მწყობრი იდეოლოგიის ჩამოყალიბება და ადამიანური რესურსის მოძებნა.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიის მექანიკური მშენებლობა არაფრის მომცემია იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური გუნდი არ ჩამოყალიბდა, რომელიც შესძლებს ოპონენტებს სრულფასოვანი ოპონირება გაუწიოს.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ძირითადი ნაწილი არაკომპეტენტურია და პოლიტიკურ ბაზარზე საკუთარ თავს ვერ წარმოადგენს. „ალიასთან“ საუბრისას გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში გარკვეული ცვლილებები მოხდება:

„მე ვფიქრობ, მოხდება ამ პარტიაში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკოსის უკანა პლანზე გადანაცვლება და ამ პოზიციებს დაიკავებენ ახალი სახეები , რომლებიც გარედან იქნებიან მოყვანილები. ეს პარტია ნულიდანაც არ იწყება. ზვიად ჯანყარაშვილს მოუწევს მინუსებიდან გადავიდეს პლიუსებში. „ქართული ოცნება“ ნდობის კრედიტს კარგავს და ამას სჭირდება დაბალანსება. ბატონი ზვიადის ამოცანა ძალიან სერიოზულია და ამავდროულად ძალიან მძიმე“- აცხადებს „ალიასთან“ საუბარში გია ხუხაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42