რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის რაიმე ახლა ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ მმართველ გუნდში.
ამასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს საპარალამენტო უმრავლესობაში და არ არის გამორიცხული, რომ არსებულ კითხვებზე, პასუხების მოსამენად, საპარალამენტო უმრავლესობამ საკანონმდებლო ორგანოში დავით ზალკალიანის მისვლა ითხოვოს.
„იქ არის ფორმატი, როდესაც დამთავრდება შეხვედრა ან ყავაზე დალაპარაკება აბსოლუტურად მიღებული ფორმაა ურთიერთობისა, ეგეთი ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მხოლოდ რუსეთთან, იმიტომ რომ სახელმწიფოა. სახელმწიფოთა შორის შეთანხმება შეიძლება მოხდეს. რუსეთისთვის ეს რასაკვირველია პოლიტიკურად არ არის მოხერხებული იმდენად, რამდენადაც მისი მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე გამოიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი სუბიქტები. ეს ჩვენთვის და მთელი საერათაშორისო საზოგადოებისთვსი არ არის მიღებული და აი ამ თემაზ მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმა შეიძლება მოიძებნოს იმისათვის, რომ იყოს უსაფრტხოება დაცული“,- განაცხადა გია ვოლსკმა.
რა ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა შვეიცარიაში - ეს არის კითხვა რომელიც გაუჩნდა ოპოზიციას იმ ფონზე, რომ რუსეთ-საქართველოს დიალოგის მხოლოდ ორი ფორმატი არის ცნობილი, საერთაშორისო მოლაპარაკებები ჟენევაში და კარასინ-აბაშიძის დიალოგი.
საპარალამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რუსეთთან დიალოგის წარმართვა აუცილებელია, თუმცა მათი თქმით, ეროვნული ინტერესების საზიანოა, რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება, მათ შორის ძალისგამოუყენებლობის შეთანხმების რუსულ პროქტზე, იმ ფონზე, როდესაც ამ მოლაპარაკებებეას არ ესწრებიან საერთაშორისო პარტნიორები.
მასალის გამოყენების პირობები






