6 არასამთვრობოს მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს
პოლიტიკა - 12:05, 10 Oct, 2014     1337

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტს - გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ - ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს - დავით უსუფაშვილს მიმართვას უგზავნის.

არასამთავრობო სექტორი ქვეყნის პირველ პირებს საქართველოს მოქალაქე, საიხან მუზაევთან დაკავშირებით, აწვდის ინფორმაციას და აცხადებს, რომ მას შინაგან საქმეთა სამინისტრო "ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას".

მიმართვას ხელს აწერენ: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველო", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი", "კონსტიტუციის 42-ემუხლი" და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი".

"მოგმართავთ საქართველოს მოქალაქის საიხან მუზაევის მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლებას.

საიხან მუზაევმა, რომელიც 2012 წლიდან არის საქართველოს მოქალაქე, გადაწყვიტა სასწავლო მიზნით დიდ ბრიტანეთში გამგზავრება, ამისათვის, მან მიიღო შესაბამისი ვიზა, გადაიხადა სწავლისა და ცხოვრებისათვის საჭირო თანხა. თუმცა 2014 წლის 13 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეაჩერეს და ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი განმარტების გარეშე არ მისცეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა. მოგვიანებით, მან კიდევ თორმეტჯერ სცადა გამგზავრება, თუმცა ყოველი მცდელობისას შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ანალოგიურ უკანონო ქმედებას წააწყდა.

მუზაევი მისთვის ქვეყნის დატოვებაში ხელის შეშლას ე.წ. ლაფანყურის საქმეს უკავშირებს. მისი განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები აიძულებდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენების მიცემასა და იმ ინფორმაციის დადასტურებას, რომელსაც არ ფლობდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუზაევი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და მის მიმართ სხვა უკანონო ქმედებების განხორციელებას არ გამორიცხავს.

საიას ადვოკატის განცხადებაზე, თუ რატომ ეზღუდებოდა საიხან მუზაევს გადაადგილების თავისუფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გვეცნობა, რომ მათთვის ,,უცნობია იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო საიხან მუზაევის საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლების შეზღუდვას."

საიხან მუზაევმა 17.03.2014 წელს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღუწერა მომხდარი ფაქტობრივი გარემოებები და მოითხოვა ქვეყნის დატოვებაში ხელშეშლის აკრძალვა, თუმცა სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა საჩივარი. ს.მუზაევმა უფლებების დასაცავად სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც დღემდე მიმდინარეობს საქმის განხილვა. გვინდა აღვნიშნოთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადებულა არც ერთ სასამართლო პროცესზე და არ დაუფიქსირებია სამინისტროს პოზიცია, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვა უსაფუძვლოდ ჭიანურდება. მუზაევის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტზე ინფორმირებულია როგორც შსს-ს გენერალური ინსპექცია, ასევე პროკურატურა, თუმცა, მისი განცხადებები და საჩივრები რეაგირების გარეშე დარჩა.

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის თანახმად, "ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით". "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს" კანონის თანახმად კი საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე: თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ან თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს, რასაც ს.მუზაევის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. დღემდე არცერთ უწყებას არა თუ არ დაუსაბუთებია, საერთოდ არ დაუსახელებია არც ერთი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება თუ არგუმენტი, რაც შესაძლებელი იყო საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვის საფუძვლად განხილულიყო. საიხან მუზაევის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 06.05.2014 წლის რეკომენდაციით დადგინდა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცული მიმოსვლის თავისუფლებით დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევა, რამაც მოქალაქის კანონისმიერი უფლებების შელახვა გამოიწვია. მუზაევის უფლებების უხეშ დარღვევაზე მიუთითებენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა აღნიშნულს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით და იმ იმედით, რომ საქართველოს მოქალაქის, საიხან მუზაევის, მიმართ განხორციელებულ კონსტიტუციით დაცული უფლების უკანონო შეზღუდვას მოჰყვება სათანადო რეაგირება. გთხოვთ შეისწავლოთ აღნიშნული ფაქტები და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია 6 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42